ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30178 - ტენდერი ავტომობილების თვითმომსახურებადი სამრეცხაო მომსახურებაზე - 2 ლოტად

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 18 მარტი 2026 დრო 17:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 მარტი 2026 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს ავტომობილების თვითმომსახურებადი სამრეცხაო მომსახურებაზე - 2 ლოტად.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

ტენდერი გამოცხადებულია დაახლოებით 320 ავტომობილისთვის

თითო ავტომობილზე გათვლილია თვეში 3 რეცხვა. GWP იტოვებს უფლებას თვის განმავლობაში სრულად არ აითვისოს ეს რაოდენობა. აღნიშნული ციფრები არის საორენტაციო და არა სავალდებულა.

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განზომილების ერთეულის ფასები (ლარში) დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

ლოტი 1: ექსელში, GWP-ის მიერ მწვანე ველებში მითითებული საოპერაციო დროის მიხედვით, პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროს ფასები შესაბამის ველში. მაგალითად რა დაჯდება 100 წამი ქაფი, 350 წამი ცივი წყალი და 300 წამი მტვერსასრუტი.

ლოტი 2: პრეტედენტმა ექსელში უნდა დაწეროს ჯამური ღირებულება GWP-ის მიერ მწვანე გრაფაში მითითებულ ჯამურ დროზე . GWP არ უნდა იყოს შეზღუდული რომელ ფუნქციაზე რა დროს დახარჯავს (მტვერსასრუტის გარდა). საკუთარი სურვილისამებრ უნდა ჰქონდეს საშულება ჯამური საოპერაციო დრო (450 წამი) გადაანაწილოს ქაფზე და ცივ წყალზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • რავალლოკაციური ქსელი. მისაღებია მხოლოდ თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, მცხეთა და თბილისის შემოგარენი (სასურველია);
  • სწრაფი და მოქნილი წვდომა (კოდები / ბარათები / ვაუჩერები);
  • ოპერაციული კონტროლის შესაძლებლობა (რეპორტინგი)

1.4 ანგარიშსწორების პირობები

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორება პირობა დანართი N1-ში.

1.5 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (Annex) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.3);
  • შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (2 კითხვარი).
    - კითხვარი 01- HMG-202X-XX-Suppliers'-Certification-Questionnaire_GEO-Final
    - კითხვარი 02 - Responsible-Statement-FCC-Code-of-Ethics-and-Conduct_GEO-Final
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

4. კომპანიის სრული რეკვიზიტები;

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.6 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით 1 წლის ვადით.

1.7 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან. 

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი 

საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761 

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე

მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067 

ტენდერის კატეგორია:

  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება
  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები