30 მარტი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30231 - ფასთა მოკვლევა ინგლისური ენის კორპორატიული კურსის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 მარტი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ფასთა მოკვლევას ინგლისური ენის კორპორატიული კურსის შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ფასთა მოკვლევაში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ფასთა მოკვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება კვლევის მსვლელობის პერიოდში.
- კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა;
- წინამდებარე კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ;
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ფასთა მოკვლევას ინგლისური ენის კორპორატიულ კურსებზე. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
ფასთა მოკვლევის მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია ექსელის ფაილთან ერთად);
- სატენდერო წინადადებაში ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების და გადასახდელების ჩათვლით.
- დანართ 1-ში წარმოდგენილი რაოდენობა არის საორიენტაციო, ბანკი არ იღებს ვალდებულებას მოთხოვნილი რაოდენობის სრულად შესყიდვაზე.
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით;
- კურსის ღირებულება უნდა მოიცავდეს სასწავლო მასალის საფასურსაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- კურსის დაწყებამდე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კურსის მონაწილეთა ცოდნის დონის შემოწმება (გასაუბრება) და მათი კვალიფიკაციის შესაბამისად ჯგუფებში გადანაწილება.
- კურსის დასრულების შემდგომ პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გამოცდის ჩატარება და სერტიფიკატის გაცემა.
- პრეტენდენტი ვალდებულია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აწარმოოს მონაწილეთა დასწრების დეტალური აღრიცხვა და დამკვეთს, წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით წარუდგინოს ანგარიში თითოეული თანამშრომლის დასწრებისა და გაცდენების შესახებ.
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტრენერების CV/სერტიფიკატები.
- ფასთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდეტმა წარმოადგინოს მის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტები დანართი N2-ში წარმოდგენილი ფორმით;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის ანდა გაკოტრების პროცესში.
- პრეტენდენტს არ უნდა უფიქსირდებოდეს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალთა რეესტრში.
წარმოსადგენი (ასატვირთი) ფასთა მოკვლევის დოკუმენტების სია:
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- დანართი 1 (ხელმოწერილი დოკუმენტი, ექსელის ფაილი)
- დანართი 2 (საბანკო რეკვიზიტები)
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 მარტი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ კვაჭაძე
mkvatchadze@bog.ge
555 55 78 38
ტენდერის კატეგორია:
- 80400000 ზრდასრულების სწავლება და სხვა საგანმანათლებლო მომსახურებები
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები