3 აპრილი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30273 - ტენდერი ენერგეტიკული ობიექტების ელექტრო მომარაგების სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 27 მარტი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 აპრილი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს ენერგეტიკული ობიექტების ელექტრო მომარაგების სამუშაოების შესყიდვის შესახებ.
ობიექტის მისამართი: ქალაქი თბილისი, როსტომ აბრამიშვილის II შესახვევი, N 4
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებითგათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების ფასი;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
- სამუშაოების აღწერილობა - დანართი 1;
- საბანკო რეკვიზიტები - პრეტენდეტნის მიერ შესავსები ფორმა დანართი 2 ;
- მასალათა ჩამონათვალი - შემოთავაზებული ფასების ცხრილი - წარმოდგენილი უნდა იქნეს პრეტენდეტის მიერ დანართი 3 -ად;
- ტექნიკური დავალება (PDF ფაილი დართულია ცალკე)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
- სამუშოს აღწერა მოცემულია დანართი N1-ში,
- შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ად ინდივიდუალურად უნდა წარმოადგინოს პრეტედენტმა ;
- ტექნიკური დავალება დანართი N4, PDF-ფაილი, დართულია ცალკე;
- სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- შესრულებული სამუშაოს გარანტია:
- საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი.
- საგარანტიოს წარმოშობის შემთხბებაში, შეტყობიებიდან არაუმეტეს ერთი დღის გარანტორმა უნდა მოახდინოს საკითხის შესწავლა, ობიექტზე ვიზიტი, საკითხის შესწავლა და დეფექტური აქტის წარდგენა.
- 2 დღეში უნდა მოახდინოს საკითხის მოგვარება.
- გარანტორმა წინასწარ უნდა მოახდინოს ობიექტის შესწავლა/გადმობარება და დაადასტუროს რომ ობიექტზე არსებული კომპონენტი (ელექტროობა და ა.შ. აგრეგატები, მასალა თუ სისტემა ) არის თავსებადია მის სისტემებთან.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
დამატებითი პირობები!
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შეასრულოს თავისი სამუშოების შემდგომ ფართის დალაგება/დასუფთავება.
პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს წარმოდგენილ სპეციფიკაციებს ხარჯის შედგენისას
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტს, ასევე არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე რაიმე სახის დავალიანება და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და ფართო მასშტაბიანი სამუშაოების მინიმუმ 3 ობიექტის ხელშეკრულება (მისამართი) წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთანხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოსტენდერი.
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
- დანართი 3: მასალათა-ჩამონათვალი, შესავსები ფასების ცხრილი
- დანართი 4: PDF-ფაილი, დართულია ცალკე;
დანართი 1 - სამუშაოების აღწერილობა:
დამატებითი მოთხოვნები მასალებთან და სამუშაოს ორგანიზებასთან დაკავშირებით:
- გამოყენებული მასალის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული; წარსადგენია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მწარმოებელი ქვეყანა.
- სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების მანიშნებლების დაყენება ;
- მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ. მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი და შეთანხმებული უნდა იყოს სამუშაოს წარმოების გეგმა;
- შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება;
- მშენებლობის დროს აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობა, მათი ჯეროვნად შესრულება და მოთხოვნების დაცვა;
- სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული თანამშრომლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისსძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, შემსრულებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათი და რაც დადგენილია მიმდინარე პერიოდში საქართველოში არსებული შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ;
- სამუშაო ადგილის მომზადებასა და გარემოს დაცვისათვის და შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის შემსრულებელი პასუხისმგებელია:
-შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
-უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
-მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
-სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.
-სამშენებლო ობიექტზე შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ ის პირი, რომელთაც გავლილი ექნება ტექნიკის უსაფრთხოების და სანიტარულ წესებზე სპეციალიზირებული ინსტრუქტაჟი;
-მოძრაობისათვის სახიფათო ზონებში საჭიროა დაიდგას სპეცილიზირებული გამაფრთხილებელი ნიშნები;
-სამუშაო ადგილები უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამუშაოს წამოებისათვის საჭირო უსაფრთხოების ინვენტარით;
-სამუშაოს დაწყების წინ მუშები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დამცველი აქსესუარი/ ინვენტარით;
-მშენებლობისათვის გამოყოფილი ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი დახმარების მედიკამენტებით;
-სამუშაოების დროს დაცული უნდა იყოს სპეც ტექნიკის გამოყენების ყველა წესი და უსაფრთხოების სტანდარტი;
-ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების შესრულებას მშენებლობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნილების შესაბამისად, უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 03.04.2026 23:59 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწეროთ: tenders@gc.ge
ტენდერის კატეგორია:
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები