ჩაბარების ვადა:

17 აპრილი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30378 - ტენდერი ზაფხულის სპეც. ტანსაცმელის, სპეც.ფეხსაცმელის, უსაფრთხოების ჩაფხუტის, შემდუღებლის სამუშაო ფორმის, საწვიმარის და ამრეკლი ღვედის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: Petrocas Fuel Services Georgia LLC
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 აპრილი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა

შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ზაფხულის სპეც. ტანსაცმელის, სპეც.ფეხსაცმელის, უსაფრთხოების ჩაფხუტის, შემდუღებლის სამუშაო ფორმის, საწვიმარის და ამრეკლი ღვედის  შესყიდვაზე.

PFSG_T_0047_თბილისი_ტენდერი ზაფხულის სპეც.ტანსაცმელის, უსაფრთხოების ჩაფხუტის,  სპეც.ფეხსაცმელის, შემდუღებლის სამუშაო ფორმის, საწვიმარის და ამრეკლი ღვედის შესყიდვა.

მონაცემები / მახასიათებლები:

  • ნავთობ-ტერმინალზე მომუშავე პერსონალისათვის:
    - ზაფხულის ბრენდირებული სპეც. ტანსაცმელი (ზედა-ქვედა კომპლექტი) - 65 კომპლექტი;
    - უსაფრთხოების ჩაფხუტები - 65 ცალი
  • ნავთობ-ტერმინალზე მომუშავე ლაბორატორიის და დასუფთავების პერსონალისთვის:
    - ზაფხულის ბრენდირებული ქურთუკი - 4 ცალი;
    - ბრენდირებული პოლო-მაისური - 140 ცალი;
    - სპეც. ფეხსაცმელი (ზაფხულის) ნავთობ-გამძლე, ცხვირი რკინის დამცავის გარეშე, ტექნიკური დახასიათების (EN ISO 20347 (01 SRC), EN 61340-5-1)  მიხედვით - 65 ცალი;
    - შემდუღებლის სამუშაო ფორმა (ცეცხლგამძლე სამუშაო ტანსაცმელი - ზედა-ქვედა კომპლექტი) - 1 ცალი
    - საწვიმარი ლაბადა (წყალ-გაუმტარი, კაპიშონით, ელვა შესაკრავით, განიავებადი ზურგის და მკლავის არეში, მაჯაზე საქარე ჩამკეტებით, ფერი - ნარინჯისფერი)
    - ამრეკლი ღვედი - 65 ცალი

ქსოვილის შემადგენლობა:

ანტისტატიკური, თერმო და ხანძარ-მედეგი, ბამბა, ნავთობ-გამძლე, მაღალი ხილვადობის ამრეკლებით (ბრენდირებით).

შენიშვნა:

  • რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას;
  • დამკვეთის მიერ 6 თვის ვადაში ნებისმიერი რაოდენობით დამატებითი დაკვეთის განხორციელების შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოწოდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასებითა და პირობებით.

ლოკაცია:  ქ. თბილისი

შესრულების/მოწოდების ვადა:  1 (ერთი) კალენდარული თვე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.

ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად. (სტანდარტული: ავანსი 60%, დარჩენილი 40% - სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში).

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა:  17.04.2026.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):

  • ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • რეკომენდაციები
  • შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ.დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან
  • შემოთავაზებული მასალების ნიმუშები 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:

შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: 

ნათია ძიმისტარიშვილი 
მობ: 599 564 204
ელ.ფოსტა:
n.dzimistarishvili@gulfaviation.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

ირაკლი მამალაძე / მობ: +995 971 995 005
ელ.ფოსტა:
i.mamaladze@gulfaviation.ge

ბესიკ ებანოიძე / მობ: +995 599 119 893
ელ.ფოსტა:
b.ebanoidze@gulfaviation.ge

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული - ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

ზაფხულის სპეც.ტანსაცმლის ფოტოები, ტექნიკური მახასიათებლები და ესკიზები იხილონ გალფ ავიაციის საიტზე: https://gulfaviation.ge/

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
შეკითხვები