ჩაბარების ვადა:

24 აპრილი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30454 - ფასთა გამოკითხვა ტუმბოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: RMG Copper
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 აპრილი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ტუმბოების შესყიდვაზე.

შესყიდვის საგანი: 

  • ტუმბოები 2 ცალი- ტექნიკური სპეციფიკაცია: ხსნარის გადამტანი უჟანგავი
  • ტუმბო,ელექტრო ძრავით, სადგარით კომპლექტში,მოდელი SKM-K 125/A10
  • წარმადობა - Q=149,4 m3/h; H=347 m; 250 kw.
  • მწარმოებელი Standart Pompa,
  • მოთხოვნილი მოდელის ტუმბოს ღერძი, მუშა თვლები, კორპუსი, დიფუზორები და გადასატუმბ ხსნართან შემხები ყველა დეტალი ( ღერძის მილისები, შპონკები, ქანჩები, შპილკები, სამაგრი რგოლები და ა. შ.) დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი (SS 316) ფოლადისგან.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 24.04.2026 18:00 საათი
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილიmპირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • ომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • გადახდის პირობები;
  • დამზადების ვადა;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები;
  • მიწოდების პირობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ

წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 511 21 00 35
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
შეკითხვები