4 მაისი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT30503 - ტენდერი- კორპორატიული კლიენტებისთვის განკუთვნილი დაბადების დღისა და საახალწლო საჩუქრების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: პაშა ბანკი საქართველო
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 მაისი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს კორპორატიული კლიენტებისთვის განკუთვნილი დაბადების დღის და საახალწლო საჩუქრების კონცეფციისა და წარმოების მიზნით.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერში წარმოდგენილი შეთავაზებები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ბრიფით განსაზღვრულ მოთხოვნებს, როგორც კონცეფციის (იდეების შეთავაზების), ასევე წარმოებისა და აღსრულების ნაწილში. აღნიშნულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, წარმოდგენილი შეთავაზება არ განიხილება.
ჩვენს შესახებ:
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე:
- სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა)
- ხელმოწერილი დანართი #2, #3 და #4(თანდართულია)
- სარეკომენდაციო წერილები (სასურველია 3, ბოლო 2 წლის გაცემული)
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
- რეკვიზიტები
სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge ; m.karchaidze@pashabank.ge ;
დამკვეთი იტოვებს უფლებას, სატენდერო პროცესის ფარგლებში წარმოდგენილი წინადადებებიდან დაბადების დღის და საახალწლო საჩუქრების კონცეფციისა და წარმოების მიმართულებით გამარჯვებულად გამოავლინოს ერთი ან ორი მომწოდებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ტენდერი მოიცავს ორ დამოუკიდებელ მიმართულებას, დამკვეთი უფლებამოსილია თითოეული მიმართულებისთვის შეარჩიოს განსხვავებული მომწოდებელი.
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში წარმოდგენილი შეთავაზებები არ იქნება ბანკისთვის მისაღები და/ან ვერ დააკმაყოფილებს ტენდერით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ბანკი იტოვებს უფლებას არ შეარჩიოს არცერთი მომწოდებელი.
შეფასების კრიტერიუმებია:
1. კრეატიული კონცეფცია და ინოვაციურობა
- იდეის ორიგინალურობა და განსხვავებულობა
- არასტანდარტული მიდგომა კორპორატიული საჩუქრების მიმართულებით
- კონცეფციის ლოგიკური დასაბუთება (idea rationale)
2. ბრენდთან შესაბამისობა
- პაშა ბანკის ბრენდ იმიჯთან, ღირებულებებთან და ტონალობასთან შესაბამისობა
- პრემიუმ სეგმენტისთვის შესაბამისი აღქმა
3. დიზაინი და ვიზუალური ხარისხი
- ესთეტიკა, მინიმალიზმი და ელეგანტურობა
- დეტალების ხარისხი და შესრულების დონე
- შეფუთვის დიზაინი
4. პროდუქტის ხარისხი და მასალები
- გამოყენებული მასალების ხარისხი
- გამძლეობა და პრაქტიკულობა
- პრემიუმ კლასის შესაბამისობა
5. ფუნქციურობა და პრაქტიკული ღირებულება
- გამოყენებადობა
- რეალური სარგებელი სამიზნე აუდიტორიისთვის
6. ფასისა და ღირებულების შესაბამისობა
- წარმოდგენილი ფასის შესაბამისობა ხარისხთან
- ბიუჯეტის ფარგლებში ოპტიმალური გადაწყვეტა
7. წარმოებისა და მიწოდების შესაძლებლობა
- წარმოების ვადების რეალისტურობა
- მიწოდების შესაძლებლობა და ლოგისტიკური მზადყოფნა
8. წარმოდგენილი მასალების სრულყოფილება
- ვიზუალური მასალის ხარისხი (მოკაპები/ნიმუშები)
- ტექნიკური აღწერის სიზუსტე და სრულყოფა
სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 04 მაისი 2026 წ. 16:00 საათი
დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
მარიამ ქარჩაიძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 577 03 81 02
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge m.karchaidze@pashabank.ge
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
თანდართული დანართების ჩამონათვალი:
- Tender application -Gifts for corporate clients;
- დანართი- ტენდერის ბრიფი, კორპორატიული საჩუქრები;
- დანართი 2 - Application Form GEO/English;
- დანართი 3 - Confidentiality GEO/English;
- დანართი 4- Cheklist
ტენდერის კატეგორია:
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება