ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30611 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 მაისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სსსილქნეტიაცხადებს ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასებილარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ- ჩათვლით. აღნიშნული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული და არ შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: . თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment.

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭირო იქნება საქართველოს მასშტაბით, თუმცა სამუშაოთა უმეტესობა იგეგმება თბილისში. მოცემული სამუშაოების შესასრულებლად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერის ნომერი: 2026/11
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2026  წლის  15 მაისის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე/მეხსიერების ბარათზე
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიას შტატში სავალდებულოდ უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების თანამშრომელი. დაინტერესეუბლმა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს აღნიშნული თანამშრომლის კვალიფიკაციისა და კომპანიასთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ნიჟარაძე
ტელეფონი: +995 551 555234
E-mail: gnizharadze@silknet.com; mgogoreliani@silknet.com
მისამართი:ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები