15 მაისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30681 - ტენდერი ციფრული მარკეტინგული მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 მაისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს მისო „რიკო ექსპრესი“ და შპს „რიკო რანჩო“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში ციფრულიმარკეტინგის მომსახურების, შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები დაპირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს შპს მისო „რიკო ექსპრესი“ და შპს. “რიკო რანჩო”.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 15 მაისის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:
- მარკეტინგის მომსახურების შესყიდვა;
- ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #1-ში;
ტენდერით შესასყიდი მომსახურების ღირებულება:
ტენდერით შესასყიდი მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია 2,000 ლარად თვეში, თითოეული კომპანიისთვის, ჯამში 4,000 ლარი.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
სატენდერო წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, მსგავსი პროფილის სამუშაოებზე აქცენტირებით, მომსახურებისგანხორციელების ვადებისა და ბიუჯეტების მითითებით;
სატენდერო წინადადების წარდგენა:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 მაისის 18:00 საათი, ელ.ფოსტაზე: legal@rico.ge
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონულიფოსტის მისამართზე: legal@rico.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
დოკუმენტაცია
გამარჯობა, აღწერაში მითითებული მომსახურების თანხა ძალიან დაბალია დანართი 1-ში მითითებულ სამუშაოს მოცულობასთან შედარებით. თუ გაქვთ მზაობა და გადახედავთ ბიუჯეტს, გამოგიგზავნით ჩვენს შეთავაზებას.
მოგესალმებით. მომსახურების განსაზღვრული ღირებულება განხილვას თუ ექვემდებარება? ვინაიდან მსგავსი მომსახურებისთვის აღნიშნული ბიუჯეტი საკმაოდ დაბალია. თუ განიხილავთ ჩვენს წინადადებას, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.