19 მაისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30728 - ფასთა გამოკითხვა 6500 თანამშრომლის ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევაზე
- გამომცხადებელი: ენერგო-პრო ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 მაისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ენერგო-პრო ჯგუფი (შემავალი კომპანიები:სს „ენერგო-პრო ჯორჯია-ჰოლდინგი“, სს „ენერგო-პროჯორჯია“, სს „ეპ გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“) აცხადებს ფასთა გამოკითხვას 6500 თანამშრომლის ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევაზე თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თბილისსა და რეგიონებში.
გასაწევი მომსახურების პერიოდი: 01/07/2026- 31/06/2027
გთხოვთ, შემოგვთავაზოთ შემდეგი სადაზღვევო პირობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა 5 პოლისის სახით
- ოჯახის წევრების - მეუღლე და შვილები (მეუღლე ასაკის შეუზღუდავად, შვილები 18 წლის ჩათვლით);
- ოთხი ტიპის სადაზღვევო პოლისი დამატებითი ოჯახის წევრებისთვის (და-ძმა ოჯახებით,მშობლები, დამატებით ოჯახის წევრების პოლისმა არ უნდა იმოქმედოს / გააუარესოს თანამშრომლების სადაზღვევო პირობები);
- პოლისები უნდა მოიცავდეს უბედური შემთხვევებისგან დაზღვევსა; სიცოცხლისდაზღვევს; სამოგზაურო დაზღვევას მხოლოდ თანამშრომლებისთვის.
აუცილებელი პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანია:
- სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოყოს ოჯახის ექიმი (5), რომლის კაბინეტიც განთავსდება კომპანიისსათაო ოფისში (თბილისი) ყოველდღიური სამუშაო გრაფიკით და რეგიონალურ ოფისებში (თელავი,ხაშური, ქუთაისი, ბათუმი) წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით (არანაკლებ 10 სთ. კვირაში);
- სადაზღვევო კომპანიის მომსახურების არეალი უნდა ფარავდეს საქართველოს ყველა რეგიონს - საქართველოს ყველა ქალაქში უნდა ჰყავდეს პროვაიდერი კლინიკები და ოჯახის ექიმი;
- დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;
- სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოქნილი ელექტრონული სისტემა;
- კლინიკაში ჩაწერისა და ელექტრონული მიმართვის მოქმედი სისტემა;
- სააფთიაქო ქსელში გამარტივებული ელექტრონული რეცეპტებით მომსახურების მიღება;
- ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ან/და მსგავსი შემთხვევებისას ხელშეკრულების პირობები გადახედვას არ დაექვემდებარება და ზემოთხსენებული მიზეზები არ წარმოადგენდეს სადაზღვევო პრემიის გაზრდის ან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ
- კომპანიის მიერ განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები და პირობები
- გამონაკლისების ჩამონათვალი.
შენიშვნა: წინადადება (პაკეტების სადაზღვევო პრემიები), აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს, თანდართული ხელშეკრულების მიხედვით, უცვლელად. ასევე მითითებული პირობების (პროცენტები/ლიმიტები) და გამონაკლისების მიხედვით, მათში რაიმე ცვლილების შეტანის გარეშე.
ხელშეკრულებაში, პირობებში (პროცენტები/ლიმიტები) ან გამონაკლისებში რაიმე ცვლილების შეტანა წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.
შემოსული წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- პროვაიდერების სია, აფთიაქებისა და კლინიკების ჩამონათვალი;
- ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭიროდოკუმენტები და პროცედურა)
შესაბამისი დოკ. გთხოვთ წარმოადგინოთ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის N19. ან/და გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: keti.patey@energo-pro.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 19 მაისი
დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: keti.patey@energo-pro.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები