ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30740 - ტენდერი ამბროლაურის (მის.წერეთლის #8) მსტ სახლში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 მაისი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს  ამბროლაურის (მის.წერეთლის #8) მსტ სახლში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოს მომსახურების უზრუნველსაყოფად. 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი  რეკომენდაციით;

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში (მომსახურების ღირებულების საავანსო გადახდა არ განიხილება)

მომსახურების გაწევის ვადები და  პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 31 ივნისამდე ბავშვთა სოფელი ქუთაისის ამბროლაურის (მის.წერეთლის #8) მსტ სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარება (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);

  • სახლის პირველ და მეორე სართულზე კედლების დამუშავება შპალერის გასაკრავად - 500 მ2
  • სახლის პირველ და მეორე სართულზე ხარისხიანი შპალერის გაკვრა - 500 მ2
  • პირველ და მეორე სართულზე ჭერების, (ღია აივნის ჭერი შესაკეთებელი და შესაღებია) კოსმეტიკური შეღებვა - 180 მ2;
  • დაზიანებული ლამინირებული იატაკის და პლინტუსების შეცვლა - 140 მ2;
  • დაზიანებული მ.დ.ფ.-ს კარებების შეცვლა - 5 ცალი;
  • შესასვლელი კარების შეცვლა. ჩაივას რკინის კარები - 1 ცალი;
  • სველ წერტილებში სანტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
  • სველ წერტილებში კაფელ მეტლახის შეცვლა - 60 მ2;
  • სველი წერტილების მოწყობა (იხილეთ დანართი)
  • სახლში არსებული ელ. გაყვანილობის მოწესრიგება, დაზიანებული როზეტების და ჩამრთველების შეცვლა და დაზიანებული სანათი ბრების შეცვლა
  • დაზიანებული მეტალოპლასმასის ფანჯრების შეკეთება
  • შიდა კიბის რესტავრაცია -დამუშავება/გალაქვა - 8.5 მ.
  • სამშენებლო ნარჩენების გატანა 

მომსახურების გაწევის პერიოდი:  2026  წლის 01 ივნისიდან 31 ივნისამდე.

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ამბროლაური, წერეთლის ქ.#8

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: “ამბროლაურის მსტ სახლის რემონტი“ ეს

სატენდერო  წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა:  2026 წლის 25 მაისი 12:00 საათი

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:  ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ#-4

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
შეკითხვები