ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30753 - ტენდერი საავტომობილო ელექტრონული სასწორის შესყიდვაზე (მიწოდება-მონტაჟით)

  • გამომცხადებელი: რეკსოლ
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 14 მაისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 მაისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია რეკსოლი აცხადებს ტენდერს საავტომობილო ელექტრონული სასწორის შესყიდვაზე (მიწოდება-მონტაჟით).

საავტომობილო ელექტრონული სასწორი - 2 ერთეული.

საავტომობილო სასწორის ძირითადი მახასიათებლები:

  • აწონვის მაქსიმალური ზღვარი 60 000 კგ.
  • აწონვის ქვედა ზღვარი 400 კგ.
  • დასაშვები ცდომილება/ დისკრეტი 20 კგ.
  • მაქსიმალური დასაშვები ჭარბდატვირთვა არანაკლებ 120%.
  • სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი არანაკლებ -40 - +80 ცელსიუს გრადუსი.
  • თითო ტენზოგადამცემზე აწონვის ზედა ზღვარი არანაკლებ 20 000 კგ.
  • ტენზოგადამცემის ძირითადი შემადგენლობა - ფოლადი.
  • ტენზოგადამცემის დაცვის კლასი IP 68 ან IP 69k.
  • ელ.კვება 220 .
  • კომუნიკაცია/პორტები RS 232.
    ტვირთმიმღები პლათფორმა- მეტალის კონსტრუქცია (დამზადებული: პლათფორმის ლითონისფურცლის სისქე არანაკლებ - 10მმ. სტრუქტურული შედგენილი კოჭების სისქე არნაკლებ -
  • 20მმ).

ტვირთმიმღები პლათფორმის ზომები:

  • სიგრძე - 18 (+/-3%)
  • სიგანე - 3 (+/-3%)
  • სიმაღლე - 0.4 -დან 0.56 -მდე
  • სასწორის პლატფორმას უნდა ჰქონდეს რკინის დამცავი ჯებირები.
  • ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შემთხვევაში სასწორი არ უნდა გამოდიოდეს მწყობრიდან.
  • სასწორის კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა ქართულენოვანი, მონაცემებისდამახსოვრების, ამობეჭდვის, ძებნის და ფილტრაციის ფუნქციით.
  • RS 232 კომუნიკაციის არხში მონაცემები უნდა მოდიოდეს დაუშიფრავად.
  • შესაძლებელი უნდა იყოს მოსული მონაცემების გამოყენება კორპორაციულ პროგრამაში.
  • გამარჯვებულმა პრეტენდენტმა დროებით სარგებლობაში უნდა გადმოგვცეს სასწორისსიმულატორი,ტერმინალი და დამაკავშირებელი კაბელი-20 სამუშაო დღით.

სასწორის შემადგენლობა:

  • ტვირთმიმღები პლატფორმა 18X3 (+/-3%)
  • ტენზოგადამცემი - არანაკლებ 8 ცალი
  • ტენზოგადამცემის სამაგრი მოწყობილობა - არანაკლებ 8 ცალი
  • ტენზოგამაცმემების შემკრები მოწყობილობა - 1 ცალი
  • ციფრული გარდამქმნელი - 1 ცალი
  • პერსონალური კომპიუეტის კომპლექტი - 1 ცალი
  • გარე ჩვენების მონიტორი - 1 ცალი

ტენზოგადამცემის მახასიათებლები:

  • აწოვის ზედა ზღვარი არანაკლებ 20 ტონა
  • მაქსიმალური უსაფრთხო დატვირთვა არანაკლებ 150%
  • მაქსიმალური უსაფრთხო გვერდითი დატვირთვა არანაკლებ 100%
  • მაქსიმალური დატვირთვა არანაკლებ 300%
  • ტენზომეტრის დაცვის კლასი (EN60529) - IP 68 ან IP 69k
  • ტენზოგადამცემის კაბელის სიგრძე - არანაკლებ15
  • ტენზოგადამცემის კაბელის დიამეტრი - არანაკლე 6,5 მმ
  • ტენზოგადამცემის წონა - არანაკლებ 10 კგ
  • სამუშაო ტემპერატურული ინტერვალი არანაკლებ -40 +80 გრადუსი ცელსიუსი.

ტენზოგადამცემის სამაგრი მოწყობილობა:

შემადგებლობა: ინდუსტრიული კაუჩუკის, რეზინისა და ფოლადის მრავალშრიანი - ამორტიზაციისფუნქციით.

ციფრული გარდამქმნელი/ წონის ინდიკატორი:

  • მყარი ალუმინის კორპუსი, სამაგიდო/საოფისე გამოყენებისთვის.
  • ციფრიანი LED წონის ჩვენება.
  • მტვრისა და ტენიანობის საწინააღმდეგო მემბრანა.
  • ტარირებისა და განულების ღილაკები.
  • RS 232 კომუნიკაციის პორტი.
  • სიზუსტის კლასი (OIML სერთიფიცირებული) - 6000d III კლასი ან ≤10 000 (class III)
  • ავტომატური განულება და სტაბილურობა - 1.2ppm/C ან ≤ 2 ppm / oC
  • წონის აღქმის სიხშირე - 6-100 Hz ან 6.25-100 Hz.
  • სამუშაო ტემპერატურა არანაკლებ -10 +40 გრადუსი ცელსიული
  • ციფრული გარდამქმნელის წონა არნაკლებ 1,5 კგ.
  • ფუნდამენტი სპეციალური, ფილა - კოლონური ტიპის.

შენიშვნა:

  • მიმწოდებლის მიერ უნდა მომზადდეს რკინა-ბეტონის ფუნდამენტი და ასასვლელი პანდუსებისაავტომობილო სასწორისთვის ორივე მხრიდან, სასწორის მწარმოებლის მიერ შედგენილინახაზების მიხედვით.
  • მიმწოდებელი ვალდებულია ჩაატაროს საავტომობილო სასწორის მექანიკური და ელექტრონულიმონტაჟი, ტესტირება, საკალიბრაციო სამუშაოების და სასერთიფიკაციო მომსახურება, მოიპოვოსაკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულიდაკალიბრების სერთიფიკატისასწორისვარგისიანობის და სიზუსტის შესახებ.
  • საავტომობილო სასწორი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

სასწორის მიწოდება-მონტაჟი მიმწოდებელმა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებისგაფორმებიდან არაუგვიანეს 45 სამუშაო დღის ვადაში.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

სასწორის მიწოდება-მონტაჟი მიმწოდებელმა უნდა განახორიელოს 2 (ორი) ერთეულის, . რუსთავში....................................,

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადაა არანაკლებ 5 (ხუთი) წელი.სწორი ექსპლუატაციისშემთხვევაში საგარანტიო პერიოდის განმავლობაში პრეტენდენტი ვალდებულებია შეცვალოსქარხნული დეფექტის მქონე დაზიანებული ტექნიკა საკუთარი ხარჯებით.საგარანტიო ინსპექტირებაჩატარდება შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 36 საათისა, ხოლო მომსახურება არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობისწყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით:

პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანიაან ბრენდის დასახელება და ასევე, მოდელი.

აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარებადისკვალიფიკაციას.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არანაკლებ 2 (ორი) ერთეული საავტომობილოელექტრონული სასწორის საქართველოში მიწოდების შესახებ. გამოცდილება უნდადასტურდებოდეს:
1)
ხელშეკრულებებით;
2)
წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტებით ან/და ანგარიშ-ფაქტურებით ან/დასასაქონლო ზედნადებებით; 

მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთანდა სხვ. დოკუმენტების შესახებ:

მწარმოებელი ქარხნის სერთიფიკატი - TS EN ISO 9001;
აპარატურის სერთიფიკატი - NAWI MODULE D ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/31/EU დირექტივა 26/2/2014 არაავტომატური ასაწონი ინსტრუმენტების შესახებ.
შეფასების სერთიფიკატი ციფრულ გარდამქმნელზე, OIML R 76 სერთიფიკატი ციფრულგარდამქმნელზე,
R60
ტესტირების სერთიფიკატი ტენზოგადამცემზე, EU Type Examination Certificate (ტიპისგამოცდის სერთიფიკატი) სასწორის მწონავი ელექტრონული ნაწილების სერთიფიკატი.
მეტალის კლასი S235JR;

მიმწოდებელი ვალდებულია: შემსყიდველი ორგანიზაციის პერსონალს (მწონავ ოპერატორებს) ჩაუტაროსტრენინგი.

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში, მიღება - ჩაბარებისაქტის შესაბამისად. 

კვალიფიციური, ოპერატიული და სრულყოფილი საგარანტიო მომსახურების:

შესასრულებლად კომპანიას საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სერთიფიცირებული ეტალონური გირები (არანაკლებ სასწორის მაქსიმალური წონის 10 %), საგარანტიო შემთხვევის დადგომისას საკალიბრაციო მომსახურება (რომელიც შედის საგარანტიო მომსახურებაში ) უნდა ჩატარდეს ოპერატიულად და მეტროლოგიური ნორმების სრულად გათვალისწინებით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
N.Natroshvili@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 38300000 საზომი ხელსაწყოები
  • 51200000 საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების მონტაჟი
შეკითხვები