12 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30899 - ტენდერი სხვადასხვა პროდუქციის მომწოდებლების შერჩევაზე
- გამომცხადებელი: ჰიგიენ ჰაბი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია Hygiene Hub (შპს ჰიგიენ ჰაბი) აცხადებს ტენდერს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის მომწოდებლების შერჩევის მიზნით.
Hygiene Hub-ის მთავარი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია ერთ სივრცეში, სწრაფი მიწოდებითა და გამორჩეული მომსახურებით.
კომპანია ორიენტირებულია:
- მომხმარებელთა ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაზე;
- ხარისხიანი და სანდო ბრენდების ხელმისაწვდომობაზე;
- კონკურენტული ფასების შეთავაზებაზე;
- თანამედროვე ონლაინ სავაჭრო გამოცდილების შექმნაზე;
- სწრაფ და საიმედო მიწოდებაზე საქართველოს მასშტაბით;
- გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორ მომწოდებლებთან.
მისია :
„გავხადოთ ხარისხიანი ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პროდუქცია ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი, კომფორტული ონლაინ შოპინგისა და სწრაფი მიწოდების საშუალებით.“
ხედვა :
„Hygiene Hub გახდეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების სფეროში.“
მოწვეული არიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ შემდეგი კატეგორიების პროდუქციის მიწოდებას:
- საყოფაცხოვრებო ქიმია
- ავტომობილის მოვლის საშუალებები
- ჰიგიენური საშუალებები
- პირადი მოვლის პროდუქცია (ქალი/კაცი/ბავში)
- სახლის აქსესუარები
- ყავა/ჩაი (პრიორიტეტი მიენიჭება იმ კომპანიას , რომელიც აპარატების მიმართულებით წარადგენს წინადადებას)
- საოფისე ავეჯი
- სანათები
- უალკოჰოლო სასმელები
- ერთჯერადი გამოყენების აქსესუარები (კანონთან შესაბამისობაში მყოფი)
- პროფესიული დასუფთავების საშუალებები
- საბავშვო და საოჯახო მოხმარების პროდუქცია
- ჯანსაღი კვებისა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია
მოთხოვნები:
- ოფიციალური დისტრიბუტორი ან იმპორტიორი
- სტაბილური მარაგები
- კონკურენტული ფასები
- საგარანტიო პირობები (საჭიროების შემთხვევაში)
- პროდუქციის სერტიფიკატები
- მიწოდების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის პროფილი
- საიდენტიფიკაციო მონაცემები
- პროდუქციის კატალოგი
- საბითუმო ფასების სია
- თანამშრომლობის პირობებ
- გადახდის პირობები
შეფასების კრიტერიუმები:
- ფასი: 40%
- პროდუქციის ხარისხი: 25%
- ასორტიმენტი: 15%
- მიწოდების პირობები: 10%
- გადახდის პირობები: 10%
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 12/06/2026
მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ მათი წინადადება მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე
procurement@hhshop.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
info@hhshop.ge
596 926 699
hhshop.ge (მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები)
ტენდერის კატეგორია:
- 15300000 ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 15900000 სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები