8 ივნისი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30907 - ტენდერი ბრენდირებული პოლო მაისურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 ივნისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 ივნისი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბრენდირებული პოლო მაისურების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალბით: www.tenders.ge ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
|
პროდუქტი |
რაოდენობა |
|
ბრენდირებული პოლო მაისური |
475 |
ტექნიკური მახასიათებლები:
- მასალა: მინიმუმ 95% ბამბა;
- ქსოვილის სიმკვრივე: არანაკლებ 180 გ/მ²;
- ფერი: ნაცრისფერი;
- ლოგო: სტაფილოსფერი;
- პროდუქცია უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მტკიცედ შეკერილი და მდგრადი;
- ნაკერები უნდა იყოს თანაბარი და გამძლე;
- ქსოვილი არ უნდა კარგავდეს ფორმასა და ფერს ექსპლუატაციისა და მრავალჯერადი რეცხვის პროცესში;
- ლოგოს დატანა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის ბეჭდვის მეთოდით (სილქსქრინი ან ანალოგიური ტექნოლოგია);
- ლოგო უნდა იყოს მკაფიო, ფერების მდგრადობით;
- არ უნდა ზიანდებოდეს, იქერცლებოდეს ან კარგავდეს ფერს ექსპლუატაციისა და რეცხვის პროცესში;
- ზომები: XS-დან 4XL-მდე;
- ზომების განაწილება დაკონკრეტდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდგომ;
- პროდუქცია უნდა იყოს ახალი, გამოუყენებელი და დეფექტების გარეშე;
- გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სატესტო ნიმუშის წარმოდგენა.
მოწოდების პირობები:
- მოწოდება განხორციელდება ერთ ეტაპად - 2026 წლის ივნისში
- მოწოდების მისამართი: ქ. თბილისი, შ.გოგიძის ქ. # 8
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პროდუქციის მოწოდება და მითითებულ მისამართზე
ანაზღაურების პირობები:
ანაზღაურება განხორციელდება პროდუქციის მოწოდებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს
უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და (საჭიროების შემთხვევაში) ბეჭდით
დამოწმებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატში):
- დანართი N1 - კომპანიის რეკვიზიტები
- დანართი N2 - ფასების ცხრილი
- დანართი N3 - განხორციელებული პროექტებისა და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი
დამატებითი პირობები:
- ფასები უნდა იყოს დაფიქსირებული ლარში, დღგ-სა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე.
შეფასების კრიტერიუმები:
- გამარჯვების კრიტერიუმია: ღირებულება და ხარისხი
- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს
- სატენდერო შემოთავაზებასა და სისტემაში დაფიქსირებულ ფასებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სისტემაში დაფიქსირებულ ფასს
- გამარჯვებულად გამოცხადდება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასს და სრულად დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს
დამატებითი პირობები:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შედარების აქტი (დავალიანების გარეშე)
- პრეტენდენტს უფლება აქვს წარადგინოს დასაბუთებული პრეტენზია 3 (სამი) დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან
- დამკვეთი უფლებამოსილია შეწყვიტოს ან გააუქმოს ტენდერი შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში
- დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი გამოაცხადოს ანულირებულად, თუ მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი
- სხვა პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ივნისი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტექნიკურ და ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18235300 ბამბის ქსოვილის მაისურები
- 18332000 მაისურები