ჩაბარების ვადა:

11 ივნისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30919 - ტენდერი ჩარიცხვის აპარატებისა და ბანკომატების დაბრენდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 3 ივნისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 11 ივნისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 3 ივნისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ჩარიცხვის აპარატებისა და ბანკომატების დაბრენდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);

ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტიარ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არა ვალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

პროდუქტის დასახელება (დანართი 1);

სპეციფიკაციები და ფასების ცხრილი

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 2 წლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც პრეტენდენტი პასუხისმგებელი იქნება ბანკის საკუთრებაში არსებული ჩარიცხვის აპარატებისა და ბანკომატების (მხოლოდ სც-ის შიდა სივრცეებში) გასტიკერებასა ან/და ფირის ამოცვლაზე თბილისსა და რეგიონებში;

რეაგირების დრო:

  • თბილისი - შეტყობინებიდან 2 სამუშაო დღე
  • რეგიონები - შეტყობინებიდან 4 სამუშაო დღე
  • ინციდენტების საშუალო რ-ბა ყოველთვიურად
  • თბილისი: 60-70 ერთეული აპარატი
  • რეგიონები: 20-40 ერთეული აპარატი

ინციდენტების საშუალო რ-ბა, შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე.

სერვისის აღწერილობა ფასი ( ლარი)
ჩარიცხვის აპარატებისა და ბანკომატების გასტიკერება ან/და ფირის ამოცვლა (ფასი ერთ ერთეულ აპარატზე) ;  


ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 11 ივნისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
ტელ: 577 52 42 35  

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები