19 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30948 - ტენდერი ამბულატორიული კლინიკის მშენებლობაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 5 ივნისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს კლინიკები აცხადებს ტენდერს ამბულატორიული კლინიკის მშენებლობაზე.
შემდგომი კრიტერიუმები იქნება გამოყენებული რათა შეფასდეს კონტრაქტორების / პრეტენდეტების შესაბამისობა წინა-საკვალიფიკაციო ეტაპზე:
- კომპანიას უნდა ქონდეს მინიუმ 3 წლიანი გამოცდილება
- კომპანიამ უნდა წარმოგვიდგინოს მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი
- კომპანიამ უნდა წარმოგვიდგინო მინიმუმ 3 მათ მიერ დასრულებული პროექტი
- კომპანიამ უნდა წარმოგვიდინოს მინიუმ 3 რეკომენდატორის ტელეფონის ნომერი
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის შესრულების გრაფიკი, რომელშიც ნაჩვენები იქნება ძირითადი ეტაპები და მათი შესრულების ვადები, რათა შეფასდეს დროის ეფექტურად მართვისა და გრაფიკის შესრულების უნარი.
- გამარჯვებულმა კომპანიამ, გონივრულ ვადაში, უნდა მოგვაწოდოს დეტალური რესურსული გეგმა გრაფიკი
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაოების რაოდენობრივი უწყისი (BOQ), რომელიც მოიცავს მასალების, სამუშაო ძალისა და სხვა ხარჯების აღწერას, რაც უზრუნველყოფს ფასების გამჭვირვალობასა და სიზუსტეს. (გთხოვთ შეავსოთ დანართი #1)
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის გადასახადებს
- ტენდერში მოცემული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი
- კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს მონაცემები კომპანიის ფინანსური მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის შემსრულებელს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური ისტორია.
- პრედენტენტმა უნდა წარადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მისი იურიდიული სტატუსის დადასტურებისთვის.
- კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციული სტრუქტურა, თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების რაოდენობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში). აუცილებელია მენეჯმენტის გუნდის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- კომპანიის მხრიდან ანალოგიური პროექტების სამშენებლო გმოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შესახებ.
- დაკავებული თანხის ოდენობა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. აღნიშნული თანხის დაკავება ხდება კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად და პროექტის მიმდინარეობისას შესაძლო პასუხისმგებლობების დასაფარად.
- გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების (საჭიროების შემთხვევაში) საბანკო გარანტიის წარდგენა.
- ხელშეკრულების შაბლონი წარდგენილი იქნება სს “საქართველოს კლინიკების” -ს მხრიდან.
- სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები:
- დაწყება - 202 წლის თვე (გთხოვთ შეავსოთ დანართი #3)
- დასრულება - სამუშაოების დაწყებიდან … თვე. (გთხოვთ შეავსოთ დანართი #3) - საბოლოო სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე აუცილებელია ტერიტორიის ნახვა/დათვალიერება/გადამოწმება
ტენდერის წარდგენის მოთხოვნები:
პრეტენდენტმა უნდა წარადგინონ თავიანთი ტენდერის წინადადებები შემდგომ ფორმატში:
- სრულად შევსებული ტენდერის ფორმა.
- ყველა წინა საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია.
- ტექნიკური წინადადება.
- ფინანსური წინადადება.
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
შენიშვნა: ტენდერი, სამშენებლო სამუშაოები (კონსტრუქციული ნაწილი) გამოცხადებულია არმატურისა და ბეტონის გარეშე საჭირო მასალის მოწოდებას დამკვეთი შემსრულებელთან შეთანხებით თავად უზრულნველყოფს.
სს “საქართველოს კლინიკები” ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს შემოთავზებული ფასისა და შესრულების ვადის გათვალისწინებით სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას, აცნობებს ყველა მონაწილეს. სს “საქართველოს კლინიკები” არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობითი ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
სს “საქართველოს კლინიკები” ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ” იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1A0VGVhgJCRE5z9RQERM6NUxt3miY38vE/view?usp=drive_web
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 ივნისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ნებისმიერი ტექნიკური კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოიწეროთ მეილზე:
m.makaridze@clinics.ge ან დაგვიკავშირდეთ 591 555 531 მაკარ მაკარიძე
სხვა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე nonmedical_procurements@vian.health ან დაგვიკავშირდეთ:
571 757 152
ზურაბ ბეროშვილი
551 46 44 22
თორნიკე ტყეშელაშვილი
ტენდერის კატეგორია:
- 45215100 ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენობების მშენებლობა