16 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30983 - ტენდერი აწეული იატაკი (Raised floor) შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: EUR
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 ივნისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მიცკევიჩის 29 - ში მდებარე ოფისში ამაღლებული იატაკი (Raised floor) შესყიდვაზე.
სპეციფიკაცია და ფასების ცხრილი იხ. დანართი N1 – ში
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: 1.5 თვე
- მიწოდების მისამართი - მიცკევიჩის 29
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 500 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 100 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
- ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
- სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
- საგარანტიო ვადა - 2 წელი
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოების ქვეყანა.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- შემოთავაზებული პროდუქციის კატალოგი და ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია.
- ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი სერთიფიკატები (ან შესაბამისი აღნიშვნები უნდა იყოს ტექნიკურ დოკუმენტეში (Data Sheet)
- ხანძარმედეგობის ევროპული კლასიფიკაციის - Bfl-s1, EN 13501-1 სტანდარტის შესაბამისობის დამდასტურებელი სერთიფიკატი.
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2)
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
დამატებითი ინფორმაცია:
წინადადება ატვირთული უნდა იყოს სრულად. მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ყველა მოთხოვნილ ტექნიკური პარამეტრზე ინფორმაცია, ატვირთული უნდა იყოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ბანკს უფლება აქვს არასრულად ატვირთული წინადადების ტენდერიდან დისკვალიფილაციის.
ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ გამართოს დამატებითი აუქციონი ტექნიკურად მისაღები წინადადებების მქონე კომპანიებთან, ასევე მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება;
პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
- სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 ივნისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: EUR
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ლომთაძე
579 15 67 96
glomtadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44112220 ხელოვნური იატაკები