19 ივნისი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31035 - ტენდერი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოწყობილობების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 15 ივნისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 ივნისი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უკონტაქტო გადახდის სისტემის მოწყობილობების შესყიდვაზე.
პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით — ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი — დანართი 1.
პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები — დანართი 2.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და გადასახდელს.
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების ავტომატურ წინაპირობას, რადგან გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგადი საფუძვლის მითითებით.
- პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს იდენტური სამუშაოების შესრულების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდენტმა უნდა შეძლოს საქონლის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.
- საგარანტიო მომსახურების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 თვისა.
*ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტი ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი სამართლებრივი ან ფინანსური დოკუმენტი.
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იდენტურ სტანდარტებს და რომელთა პოლიტიკასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლისა და ნახშირორჟანგის ემისიების მინიმიზაციისაკენ მიმართული ქმედებები, რის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენაც მათ შეუძლიათ.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს, რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის ადგილობრივი და/ან საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და/ან სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების დადგომიდან — მათ შორის ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან უბედური შემთხვევის, — რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას, ან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევიდან, ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და მის აღმოსაფხვრელად მიღებული ზომების შესახებ;
წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს;
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- პროდუქციის ფასი 60%
- მოწოდების ვადები 40%
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 ივნისი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
579 01 04 03
ტენდერის კატეგორია:
- 30123100 ბილეთის შესამოწმებელი მანქანები
- 30144200 ბილეთის ავტომატურად გამცემი მანქანები
- 30144400 გადასახადების ავტომატური შემგროვებელი