ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31082 - ტენდერი კახარეთი ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 1 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს  კახარეთი ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე  (#17/06-GIEC-HPP/Canal Rehabilitation-26) 

ტექნიკური დავალება:

შესყიდვის ობიექტი: ჰესის ჰიდროტექნიკური ინფრასტრუქტურის (სადერივაციო და ჩქარმდენი არხების) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შესყიდვის სტრუქტურა: შესყიდვა დაყოფილია 2 (ორ) დამოუკიდებელ ლოტად. პრეტენდენტს უფლება აქვსწინადადება წარადგინოს როგორც ერთ, ასევე ორივე ლოტზე.

ლოტი 1: სადერივაციო არხის რეაბილიტაცია (ჰიდროიზოლაცია მემბრანით)

1.1. სამუშაოს აღწერა და მიზანი:

ლოტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს სადერივაციო არხის სხვადასხვა მონაკვეთის (გვირაბი, ღია არხი, აკვედუკი) მექანიკური წმენდა, ზედაპირის ტექნოლოგიური მომზადება და შიდა პერიმეტრზეჰიდროსაიზოლაციო მემბრანის გაკვრა-დამაგრება წყლის დანაკარგების (ჟონვის) სრული ლიკვიდაციისმიზნით.

1.2. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები:

  • ბეტონის გვირაბი - 2.40x2.40x40
  • ბეტონის არხი - 2.40x2.40x100
  • ბეტონის აკვედუკი - 2.40x2.40x30

1.3. ტექნოლოგიური პროცესის ეტაპები და მოთხოვნები:

  • წმენდა და გათავისუფლება: არხის კალაპოტის სრული გაწმენდა ნატანი მასისგან, ლამისგან, ხავსისადა მცენარეული საფარისგან.
  • ზედაპირის მომზადება: ბეტონის ზედაპირის დამუშავება მაღალი წნევის წყლის ჭავლით(ჰიდროჭავლით) ან მექანიკურად; ფხვიერი და დაზიანებული ბეტონის ფენების მოცილება; არსებულიბზარების, ნიჟარებისა და უსწორმასწორობების შევსება-გასწორება სპეციალური სარემონტო ხსნარით.
  • მემბრანის მონტაჟი: შიდა პერიმეტრზე (ფსკერი და გვერდითი კედლები) მაღალი ხარისხისჰიდროსაიზოლაციო მემბრანის (გეომემბრანა, PVC/HDPE ან ანალოგი) გაკვრა. მემბრანის გადაბმებიუნდა შესრულდეს თერმული შედუღების (ორმაგი ნაკერით) ან მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სხვატექნოლოგიით.
  • დამაგრება: მემბრანის საიმედო მექანიკური ფიქსაცია ბეტონის ბაზისზე სპეციალური ანკერებითა დალითონის სალტეებით, რათა გამოირიცხოს წყლის ნაკადის მიერ მისი აძრობა ან გადაადგილება.

ლოტი 2: ჩქარმდენი არხის აღდგენა და ინფრასტრუქტურის მოწყობა

2.1. სამუშაოს აღწერა და მიზანი:

ლოტის მიზანია დაზიანებული ჩქარმდენი არხის ამორტიზებული მონაკვეთის დემონტაჟი, საფუძვლისგამაგრება, ახალი მონოლითური რკინაბეტონის არხის მშენებლობა და ობიექტზე მძიმე ტექნიკისმისასვლელი გზის მოწყობა.

2.2. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და პარამეტრები:

  • ჩქარმდენი არხის რეკონსტრუქცია (არხის ზომები: 1.70X1.70X1.70X10მ).
  • საფუძვლის აღდგენა/მიწის სამუშაოები (არხის ძირიდან გამორეცხილი და გამოცლილი გრუნტის მასისშევსება 20 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე).
  • მისასვლელი გზის მოწყობა (მისასვლელი გზის მოწყობა – სიგრძე 40 მეტრი).

2.3. ტექნიკური მოთხოვნები:

  • დემონტაჟი: დაზიანებული და დეფორმირებული ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟი, ნარჩენებისგატანა და ტერიტორიის გასუფთავება.
  • გრუნტის გამაგრება: არხის ძირის შევსება უნდა განხორციელდეს მედეგი გრუნტით (ან მჭიდროხრეშოვან-ქვიშოვანი ნარევით).
  • არმირება და ბეტონირება: ახალი არხის მოწყობა მაღალი კლასის წყალშეუღწევადი და ყინვამედეგიმონოლითური რკინაბეტონით (არანაკლებ B25 (M350), წყალშეუღწევადობა W6/W8).

მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფ. კახარეთი

სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდი: 2026 წლის აგვისტო

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს: 

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

  • გამოყენებული ყველა მასალა (სარემონტო ხსნარი, მემბრანა, არმატურა, ბეტონი) უნდა იყოსსერტიფიცირებული და შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.
  • აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
  • შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას სრულად დაიცვას შრომის უსაფრთხოებისნორმები, განსაკუთრებით გვირაბში მუშაობისა და სიმაღლეზე მუშაობის დროს.
  • პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.

კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „კახარეთი ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდა ნომერი - #17/06-GIEC-HPP/Canal Rehabilitation-26, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი; ტელ: 557 77 88 85.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 1 ივლისი, 17:00 სთ.

შეთავაზების ვალუტა: ლარი.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

თამაზ აბულაძე
კახარეთი ჰესის სადგურის ხელმძღვანელი
მობ: 595 00 85 93

ტენდერის კატეგორია:

  • 45251100 ელექტროსადგურების მშენებლობა
შეკითხვები