28 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31088 - ტენდერი ქსელური აპარატურის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL, USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 18 ივნისი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქსელური აპარატურის შესყიდვაზე. დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
ტენდერის გამოცხადება: 18 ივნისი 2026
სატენდერო წინადადებების მიღება: 28 ივნისი 2026
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართი #1 სახით, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას.
მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:
- პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის წერილი/ფორმა (MAF).
- დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მინიმუმ ერთი ინჟინერი, რომელიც ჩართული იქნება გადაწყვეტის დიზაინის, კონფიგურაციის, ტესტირებისა და მიღება-ჩაბარების პროცესში. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინჟინრის შესაბამისი სერტიფიკაციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სასურველია, ინჟინერი ფლობდეს მინიმუმ CCNP სერტიფიკატს.
- დამკვეთის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული მინიმუმ 2 მსგავსი Enterprise Wireless Infrastructure პროექტი, სადაც განხორციელდა controller-based ან cloud/controller-managed Wi-Fi ინფრასტრუქტურის მიწოდება/დანერგვა.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით.
- დანართი #3 - კომპანიის რეკვიზიტები;
- იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში წარმოიშობა საავანსო გადახდის მოთხოვნა (ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ის ან მეტი ოდენობით), შემსყიდველი უფლებამოსილია გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად მოითხოვოს ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენა. აღნიშნული გარანტია უნდა იყოს გაცემული შემსყიდველისთვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ და ფარავდეს ავანსის სრულ ოდენობას.
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
კონფიდენციალურობა:
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 ივნისი,18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: GEL, USD;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: misha.dididze@hashbank.ge, gia.shiukashvili@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 595 255 221, +995 593 238 830.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ტენდერის კატეგორია:
- 32422000 ქსელის კომპონენტები
- 32424000 ქსელის ინფრასტრუქტურა