2 ივლისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT31142 - ტენდერი კახარეთი ჰესის სათავე ნაგებობაზე სალექარის გამრეცხი არხის რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ივლისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს კახარეთი ჰესის სათავე ნაგებობაზე სალექარის გამრეცხი არხის რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურება (#23/06-GIEC-HPP / Kakhareti Desilting Flushing Channel Design -26).
ტექნიკური დავალება:
შესყიდვის ობიექტი: ახარეთი ჰესის სათავე ნაგებობაზე არსებული სალექარის გამრეცხი არხის რემონტის/რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.
1. სამუშაოს აღწერა და მიზანი:
საპროექტო მომსახურების მიზანია კახარეთი ჰესის სათავე ნაგებობაზე არსებული სალექარის გამრეცხი არხის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და მის საფუძველზე სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული არხის ძირისა და გვერდითი კედლების რეაბილიტაციას, საჭირო დემონტაჟის, აღდგენისა და ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობის ტექნიკური გადაწყვეტების განსაზღვრას.
არსებული ინფორმაციით სალექარის გამრეცხი არხის ბეტონის კონსტრუქცია მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და საჭიროებს რეაბილიტაციას.
2. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები:
არსებული სალექარის გამრეცხი არხის საორიენტაციო ზომებია:
- არხის ძირის სიგანე – 3.20 მ;
- არხის გვერდითი კედლის სიმაღლე – 1.50 მ;
- არხის გვერდითი კედლის სიმაღლე – 1.50 მ;
- არხის სიგრძე – 75 მ;
- სარეაბილიტაციო ზედაპირის საერთო ფართობი – დაახლოებით 465 მ².
არსებული მდგომარეობა:
- დაზიანებულია არხის ძირი;
- დაზიანებულია ორივე გვერდითი კედელი;
- ბეტონის კონსტრუქცია დანგრეული და ამორტიზებულია;
- საჭიროა არხის ძირისა და კედლების რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აღდგენა.
3. საპროექტო მომსახურების მოცულობა:
3.1. ობიექტის ადგილზე შესწავლა:
- ობიექტის ადგილზე დათვალიერება;
- არსებული არხის აზომვა;
- დაზიანებების, დეფორმაციების, ბზარებისა და სხვა ხილული დეფექტების აღწერა;
- არსებული კონსტრუქციის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევების/დაზუსტებების ჩამონათვალის მომზადება დამკვეთთან შესათანხმებლად.
3.2. საპროექტო გადაწყვეტების მომზადება:
- დაზიანებული ელემენტების დემონტაჟის ტექნოლოგიური სქემის შემუშავება;
- ახალი რკინა-ბეტონის ელემენტების კონსტრუქციული პროექტირება;
- არხის ძირისა და გვერდითი კედლების აღდგენის ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება;
- არმირების, ბეტონის კლასის, დამცავი ფენისა და კონსტრუქციული კვანძების განსაზღვრა;
- სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიური მოთხოვნების განსაზღვრა;
- სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის განსაზღვრა;
- სამუშაო ნახაზებისა და დეტალური კვანძების მომზადება.
3.3. ხარჯთაღრიცხვითი ნაწილი:
- სამუშაოების მოცულობათა უწყისის მომზადება;
- მასალებისა და ძირითადი რესურსების სპეციფიკაციის მომზადება;
- საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის მომზადება შესაბამისი სამუშაოების მიხედვით;
- სამშენებლო სამუშაოების საჭირო ტექნიკური მონაცემების ჩამოყალიბება.
4. საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა:
- განმარტებითი ბარათი;
- არსებული მდგომარეობის ტექნიკური შეფასება/დასკვნა;
- კონსტრუქციული გაანგარიშებები;
- დემონტაჟის სქემები;
- ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გეგმები, ჭრილები და დეტალები;
- არმირების ნახაზები;
- კვანძების ნახაზები და სპეციფიკაციები;
- სამუშაოთა მოცულობების უწყისი;
- ხარჯთაღრიცხვა.
5. ტექნიკური მოთხოვნები:
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს შესრულებული მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საქართველოში მოქმედი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით;
- პროექტში გამოყენებული მასალები უნდა იყოს განსაზღვრული ხარისხობრივი და ტექნიკური მახასიათებლებით;
- პროექტანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაოები შესრულდება მოქმედ ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე და ტექნიკური გადაწყვეტები უნდა იყოს უსაფრთხო როგორც პერსონალისთვის, ასევე არსებული ნაგებობისთვის;
- პროექტში ცალკე უნდა განისაზღვროს სამუშაოების შესრულებისას არსებული ჰიდრავლიკური რეჟიმიდან და ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამომდინარე რისკები;
- თუ ადგილზე დათვალიერებისას გამოვლინდება დამატებითი სამუშაოების აუცილებლობა, პროექტანტმა ეს უნდა ასახოს ტექნიკურ დასკვნასა და საპროექტო დოკუმენტაციაში.
მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფ. კახარეთი
მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი:
· 2026 წლის ივლისი-აგვისტო
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- მომსახურების შესრულების ვადა;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობებზე საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
- დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე/ან მომსახურების დაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა.
- კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიურ საპროექტო სამუშაოებზე;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
- საპროექტო დოკუმენტაციაში გამოყენებული ყველა მასალა და ტექნიკური გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს;
- პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის დემონტაჟის, დროებითი გამაგრების, სიმაღლეზე მუშაობისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მუშაობის სპეციფიკური რისკები;
- საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს საკმარისი შემდგომში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულებისთვის;
- პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
წინადადების წარდგენის წესი:
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - კახარეთი ჰესის სათავე ნაგებობაზე სალექარის გამრეცხი არხის რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურება და ნომერი #23/06-GIEC-HPP / Kakhareti Desilting Flushing Channel Design -26
პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია ტელ: 599 09 99 91
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 ივლისი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
თამაზ აბულაძე
კახარეთი ჰესის სადგურის ხელმძღვანელი
მობ: 595 00 85 93
ტენდერის კატეგორია:
- 71322000 ტექნიკური პროექტირება სამოქალაქო მშენებლობისათვის