10 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31161 - ტენდერი ბჟუჟა ჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობების განთავსების არეალში გეოლოგიური მონიტორინგის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ბჟუჟა ჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობების განთავსების არეალში გეოლოგიური მონიტორინგისმომსახურებაზე (#24/06-GIEC-HPP / Bzhuzha HPP Geological Monitoring -26).
ტექნიკური დავალება:
შესყიდვის ობიექტი: ბჟუჟა ჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობების განთავსების არეალში გეოლოგიურიმონიტორინგის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადების მომსახურება.
სამუშაოს აღწერა და მიზანი:
ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით.
მონიტორინგის არეალში შემავალი საკადასტრო კოდები:
- 26.33.23.003
- 26.33.23.436
- 26.33.23.458
- 26.00.50
- 26.18.07.234
- 26.18.07.235
მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი:
2026 წლის ივლისი-აგვისტო
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- მომსახურების შესრულების ვადა;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშგების ფორმისა და ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
- დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე ან/და მომსახურებისდაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა;
- კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიური მომსახურებების შესრულებაში;
- პროექტში ჩართული ძირითადი სპეციალისტების სია.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისარარსებობის შესახებ;
- ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდეადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
- მონიტორინგი და კვლევები უნდა განხორციელდეს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს გამოვლენილი რისკების შეფასება და შესაბამისირეკომენდაციები;
- საჭიროების შემთხვევაში უნდა მომზადდეს საინჟინრო ღონისძიებების კონცეპტუალური წინადადებები;
- შემსრულებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები;
- საბოლოო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე PDF და რედაქტირებად ფორმატში.
წინადადების წარდგენის წესი:
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტითდამკვეთის მისამართზე – თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება:
„ბჟუჟა ჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობების განთავსების არეალში გეოლოგიური მონიტორინგისმომსახურება“ და ნომერი: #24/06-GIEC-HPP / Bzhuzha HPP Geological Monitoring -26
ასევე, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები.
ადრესატი:
კარლო გახოკია
ტელ: 599 09 99 91
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ივლისი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ვერიკო აღლემაშვილი
მობ: 591 224 244
Email: vaghlemashvili@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71351910 გეოლოგიური მომსახურებები