ჩაბარების ვადა:
9 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T31278 - ტენდერი 2 ერთეული ძალოვანი ტრანსფორმატორის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 30 ივნისი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 ივლისი 2026 დრო 18:00
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 9 ივლისი, 18:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს 2 ერთეული ძალოვანი ტრანსფორმატორის შესყიდვაზე.
კონკრეტული დავალება:
1000 kVA ზეთიანი ძალოვანი ტრანსფორმატორი
1. ზოგადი და კონსტრუქციული პარამეტრები
- ნომინალური სიმძლავრე: 1000 kVA.
- ტიპი: სამფაზა, ზეთიანი,Conservator type transformer.
- გაგრილების ტიპი: ONAN.
- მონტაჟის ტიპი: შიდა და გარე (Outdoor/Indoor) მონტაჟისთვის.
- მუშაობის სიხშირე: 50 Hz.
- გრაგნილების შეერთების სქემა და ჯგუფი: Dyn11.
- აკუსტიკური ხმაურის სიმძლავრის დონე: არაუმეტეს 65 dB (A) (საერთაშორისო სტანდარტის EN 50588-1 შესაბამისად).
2. ძაბვის, იზოლაციისა და მოკლე ჩართვის მახასიათებლები
- ნომინალური ძაბვა მაღალ მხარეზე (VN): 10 000 V (10 კვ).
- ძაბვის რეგულირება (VN მხარეს): Off-Circuit Tap Changer (OCTC), five positions: +5%, +2.5%, 0, −2.5%, −5%.
- ნომინალური ძაბვა დაბალ მხარეზე (NN): 400/230 V (0.4 კვ).
- მოკლე ჩართვის ძაბვა (Uk): 6% (დასაშვები ცდომილება IEC 60076-ის მიხედვით).
- მოწყობილობის უმაღლესი სამუშაო ძაბვა (Um): 12 კვ.
- ნომინალური იმპულსური გამძლე ძაბვა (BIL, მეხის იმიტაცია): მინიმუმ 75 კვ (პიკური).
- სამრეწველო სიხშირის გამძლე ძაბვა (1 წუთის განმავლობაში): მინიმუმ 28 კვ.
3. ენერგოეფექტურობა და მაქსიმალური დანაკარგები (EcoDesign Tier 2 / EN 50588-1)
- No-load losses (Po)
- არაუმეტეს 980 W
- Load losses at 75°C (Pk)
- არაუმეტეს 10500 W
4. მასალები, კომპლექტაცია და დამცავი მოწყობილობები
- გრაგნილები:
- Both HV and LV windings shall be made exclusively from high-conductivity electrical-grade aluminium.
- Copper windings are not acceptable.
- როგორც მაღალი (10 კვ), ისე დაბალი (0.4 კვ) მხარის ყველა ფაზის გრაგნილი შესრულებული უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, მაღალი გამტარობის ელექტროტექნიკური ალუმინისგან. სპილენძის გრაგნილები არ განიხილება.
- საიზოლაციო ზეთი: ტრანსფორმატორი შევსებული უნდა იყოს ახალი, გაუზავებელი მინერალური საიზოლაციო ზეთით (IEC 60296 სტანდარტის შესაბამისი), რომელიც აუცილებლად არის თავისუფალი ქლორირებული ბიფენილებისგან (PCB-Free).
- Cable Boxes:
- minimum continuous current rating 1600 A
- დაბალი მხარის ყუთში გათვალისწინებული უნდა იყოს განიერი სპილენძის სალტეები (Busbars) ხვრელებით, მინიმუმ 1440 A დენის გატარებისა და რამდენიმე პარალელური კაბელის მიერთების შესაძლებლობით.
- სავალდებულო აქსესუარები ფასში:
- ბუჰგოლცის (გაზური) რელე - ორკონტაქტიანი (სიგნალიზაცია და ავარიული გათიშვა).
- ზეთის ტემპერატურის ისრიანი თერმომეტრი - მინიმუმ 2 ელექტრული კონტაქტით და მაქსიმალური ტემპერატურის ფიქსაციის ისრით.
- ზეთის დონის მაჩვენებელი (ვიზუალური ან მაგნიტური), განთავსებული გამაფართოებელ ავზზე.
- წნევის ავარიულად დამგდები სარქველი (Pressure Relief Valve) ავზის სახურავზე.
- სილიკაგელის ჰაერგამშრობი ფილტრი (ზეთის ტენისგან დასაცავად).
- ზეთის დასაცლელი, შესავსები და სინჯის ასაღები ვენტილები (სარქველები).
- ორმხრივი დასამიწებელი მომჭერები (Earthing terminals).
- სატრანსპორტო გორგოლაჭები (თვლები) გრძივი და განივი გადაადგილებისთვის
- საპასპორტო ლითონის ფირფიტა (Rating plate) ტრანსფორმატორის კორპუსზე.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
მოთხოვნები მწარმოებლისა და დოკუმენტაციის
- ქარხნული გამოცდის ოქმები: თითოეულ მოწოდებულ ერთეულს თან უნდა ახლდეს მწარმოებელი ქარხნის მიერ გაცემული ინდივიდუალური საგამოცდო ოქმი (Routine Tests IEC 60076-ის მიხედვით), სადაც დაფიქსირებული იქნება დანაკარგების რეალური, გაზომილი ციფრები.
- სერტიფიკატები: მწარმოებელ ქარხანას უნდა გააჩნდეს ISO 9001 და ISO 14001 სერტიფიკატები, ხოლო პროდუქციას - საერთაშორისო შესაბამისობის სერტიფიკატი (CE, KEMA ან ეკვივალენტი).
გადახდის პირობები: მოლაპარაკების საფუძველზე.
ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე.
ხელშეკრულების ვადები/მიწოდების პირობა: 30 კალენდარული დღე.
საგარანტიო პირობები: მოლაპარაკების საფუძველზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
დიმიტრი ხარებავა
577 28 58 42
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები