9 ივლისი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31279 - ბაზრის კვლევა სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 1 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 ივლისი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის
- დაინტერესებულმა კომპანიებმა სისტემაში უნდა ატვირთონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კომპანიამ შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება და შემოთავაზებული პროდუქტის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია.
- კომპანიის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ან მატერიალური ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
- ბანკი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს ბაზრის კვლევის დოკუმენტაციაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადამდე, ნებისმიერ დროს;
- ფინანსური შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა;
- წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ;
- ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ, ტექნიკური მოთხოვნების საბოლოო დაზუსტების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოცხადდეს ტენდერი/აუქციონი;
- ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი;
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ზოგადი ინფორმაცია
ს "საქართველოს ბანკი" (შემდგომში — "ბანკი") აცხადებს ბაზრის კვლევას სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე ფასის დასადგენად — 3 (სამ) წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის გათვალისწინებით.
კვლევის მიზანია ბაზარზე არსებული შეთავაზებების, ფასების და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასება. წინამდებარე კვლევა არ წარმოადგენს შესყიდვის განზრახვის დადასტურებას და არ ავალდებულებს ბანკს შეისყიდოს პროდუქტი ან/და მომსახურება. ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ, ტექნიკური მოთხოვნების საბოლოო დაზუსტების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოცხადდეს ტენდერი/აუქციონი;.
შესყიდვის საგანი
შემოთავაზებული პროდუქი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ მინიმალურ ტექნიკურ პარამეტრებს. (იხილეთ თანდართულ ფაილში ცხრილის სახით)
ანგარიშსწორების პირობა
ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ყოველწლიურად.
ძირითადი მოთხოვნები
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია დაინტერესებულმა კომპანიამ სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ფინანსური შეთავაზება ინვოისის სახით
- შემოთავაზებული პროდუქტის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციები
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი-N1-ფინანსური-შეთავაზება
- დანართი-N2-ინფორმაცია-კომპანიის-შესახებ
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ივლისი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი სტეფნაძე
astpnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 32400000 ქსელები
- 48820000 სერვერები