ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2026, 07:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31423 - ტენდერი კალოვას არხის განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 ივლისი 2026 დრო 07:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს:

კალოვას არხის განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურებაზე, #05/07-GIEC-HPP / Kalova Channel Biodiversity Monitoring -26.

ტექნიკური დავალება:

შესყიდვის ობიექტი:   კალოვას არხის განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურება.

სამუშაოს აღწერა და მიზანი

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად (დანართი №1).
  • მომსახურების მიზანია კალოვას არხის განთავსების არეალში ჰიდროტექნიკური ნაგებობებისმიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს მდგომარეობის მონიტორინგი, სამუშაოებისდასრულების შემდგომ ბიომრავალფეროვნებაზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება, ფონურმდგომარეობასთან შედარება და შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება.

მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდეს

  • ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების საველე დათვალიერება;
  • ცხოველთა სახეობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის შესწავლა;
  • მიღებული შედეგების სამუშაოების დაწყებამდე არსებულ ფონურ მდგომარეობასთან შედარება;
  • თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების მონიტორინგი ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სეზონურობის შესაბამისად;
  • მონიტორინგის შედეგების ანალიზი;
  • დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების შესრულებისა და ეფექტიანობის შეფასება;
  • ფოტოფიქსაცია;
  • საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის მომზადება რეკომენდაციებით.

მონიტორინგის განხორციელების პერიოდულობა

მონიტორინგი უნდა განხორციელდეს     ორი (2) წლის განმავლობაში შემდეგი პერიოდულობით:

  • თევზები – მაისი და ოქტომბერი–ნოემბერი;
  • ამფიბიები – მაისი;
  • ქვეწარმავლები – მაისი;
  • ფრინველები – მაისი და სექტემბერი;
  • ძუძუმწოვრები – ივლისი–აგვისტო.

მომსახურების შედეგი

  • შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს:
  • საველე სამუშაოების ანგარიშები;
  • ფოტომასალა;
  • სახეობათა აღწერა;
  • ფონურ მდგომარეობასთან შედარებითი ანალიზი;
  • ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება;
  • შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება;
  • რეკომენდაციები საჭირო დამატებითი ღონისძიებების შესახებ;
  • საბოლოო მონიტორინგის ანგარიში.

მომსახურების შესრულების ადგილი

მისამართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფ.შემოქმედი , კალოვას არხის განთავსების არეალი. 

სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდი:

ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი (2) წლის განმავლობაში, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მონიტორინგის პერიოდულობის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში;
  • მომსახურების შესრულების გრაფიკი;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • კვლევის/მონიტორინგის მეთოდოლოგიის აღწერა;
  • კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიური ბიომრავალფეროვნების ან გარემოსდაცვითი მონიტორინგის მომსახურებების შესრულებაში;
  • ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს

  • ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესი;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ

აუცილებელი პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების მომზადებამდე ადგილზე დაათვალიეროს კვლევის ტერიტორია და გაეცნოს სამუშაო პირობებს;
  • მონიტორინგი უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, ტექნიკური დავალებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო საველე, ანალიტიკური და კამერალური სამუშაოს შესრულება;
  • საველე სამუშაოების შესრულებისას დაცული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის მოთხოვნები;
  • კვლევის პროცესში დაუშვებელია დაცული ან იშვიათი სახეობების დაზიანება ან მათი საბინადრო გარემოს გაუარესება;
  • საჭიროების შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია დააფიქსიროს ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოსდაცვითი ფაქტორები და ასახოს ისინი საბოლოო ანგარიშში;
  • ყველა პირველადი მონაცემი, ფოტომასალა, GPS კოორდინატები (არსებობის შემთხვევაში), ცხრილები, GIS-ფაილები და საბოლოო ანგარიშები წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას და უნდა გადაეცეს მას რედაქტირებად და PDF ფორმატში;
  • საბოლოო ანგარიში უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე.

წინადადების წარდგენის წესი

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე: - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.

კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - კალოვას არხის განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მომსახურება “და ტენდერის ნომერი #05/07-GIEC-HPP / Kalova Channel Biodiversity Monitoring -26

პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. 

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი:

კარლო გახოკია
ტელ: 599099991
Email: kgakhokia@giec.ge

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 20 ივლისი, 17:00 სთ.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

ვერიკო აღლემაშვილი
ტელ: 591224244 
Email: vaghlemashvili@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
შეკითხვები