ჩაბარების ვადა:
17 ივლისი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31437 - ბაზრის კვლევა ბრენდირებული შოკოლადების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 7 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 17 ივლისი 2026 დრო 12:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 7 ივლისი 2026 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს 'საქართველოს ბანკი'' აცხადებს ბაზრის კვლევას ბრენდირებული შოკოლადების შესყიდვასთან დაკავშირებით.
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:
- ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
ძირითადი მოთხოვნები:
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- სასურველია - სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მაგ.: ISO, HACCP)
შემოთავაზება პრეზენტაციის სახით, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- პროდუქციის დეტალურ აღწერას და ფოტომასალას;
- ინფორმაციას შეფუთვისა და ბრენდირების შესაძლო ვარიანტების შესახებ;
- წარმოება/მოწოდების ვადას;
- შეკვეთის მიღებიდან პროდუქციის მოწოდების კონკრეტულ ვადას;
- ღირებულებას 1 კგ-ზე, ყველა საჭირო ხარჯის გათვალისწინებით, ეროვნულ ვალუტაში (ლარი, GEL).
2. პროდუქტის დასახელება (დანართი 1);
პროდუქტის აღწერა:
დასახელება: ბრენდირებული ჩამოსხმული შოკოლადი.
ტექნიკური მახასიათებლები:
- პროდუქტის აღწერა: 10-გრამიანი შოკოლადის ფირფიტები.
- ასორტიმენტი: რძიანი და შავი შოკოლადი.
- შესყიდვის მოცულობა: შესყიდვა მოხდება მარაგების ამოწურვის შესაბამისად. ერთჯერადი შეკვეთის სავარაუდო მოცულობაა 30-50 კგ. წლიური მოთხოვნა შესაძლოა ვარირებდეს.
- ბრენდინგი: თითოეული შოკოლადი უნდა იყოს ინდივიდუალურ, ბანკის ლოგოტიპით ბრენდირებულ შეფუთვაში.
ნიმუშის მოთხოვნა:
შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, ძირითადი შეკვეთის შესრულებამდე, დასამტკიცებლად წარმოადგინოს პროდუქტის ნიმუშები (როგორც რძიანი, ისე შავი შოკოლადის).
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 ივლისი, 12:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი; (ფასის კატეგორიაში ჩავწეროთ სიმბოლურად - 1 ლარი)
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
ტელ: 591 220 520
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 15840000 კაკაო; შოკოლადი და ტკბილეული