27 ივლისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT31438 - ტენდერი ალაზანი 2 ჰესის მე VI ტბორის რეაბილიტაციის/გამაგრებითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 ივლისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს:
ალაზანი 2 ჰესის მე VI ტბორის რეაბილიტაციის/გამაგრებითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებაზე.
#07/07-GIEC-HPP / Pond Rehabilitation Design Services -26
ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტი:
ტბორის რეაბილიტაციის/გამაგრებითი სამუშაოებისათვის ტექნიკური გადაწყვეტების, საპროექტო დოკუმენტაციის, სამუშაოთა მოცულობების უწყისისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების მომსახურება.
სამუშაოს აღწერა და მიზანი
- დამკვეთის ხელთ არსებული ინფორმაციით, საპროექტო ობიექტზე არსებული ტბორი საჭიროებს რეაბილიტაციის/გამაგრებითი ღონისძიებების განსაზღვრას. არსებული მდგომარეობის წინასწარი შეფასებისათვის პრეტენდენტებს გადაეცემათ ფოტომასალა და სქემატური ნახაზები.
- აღნიშნული მასალები განკუთვნილია მხოლოდ ობიექტის ზოგადი მდგომარეობის, სამუშაოების სავარაუდო ხასიათისა და შესასრულებელი სამუშაოების შესაძლო მოცულობის წინასწარი შეფასებისათვის და არ წარმოადგენს საბოლოო საპროექტო ან აღმასრულებელ დოკუმენტაციას.
- მომსახურების მიზანია ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ადგილზე შესწავლა, არსებული დაზიანებებისა და სარეაბილიტაციო საჭიროებების შეფასება, ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტების შემუშავება და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულებისათვის.
მომსახურების ფარგლებში შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს:
- ობიექტის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა;
- დამკვეთის მიერ მიწოდებული ფოტომასალისა და სქემატური ნახაზების გაცნობა და ადგილზე არსებული რეალური მდგომარეობის მიხედვით გადამოწმება;
- არსებული ტბორის, მიმდებარე ტერიტორიის, მისასვლელი გზებისა და სამუშაო პირობების შეფასება;
- დაზიანებული ან პრობლემური უბნების იდენტიფიცირება;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი აზომვითი მონაცემების შეგროვება;
- ტბორის რეაბილიტაციის/გამაგრების ტექნიკური გადაწყვეტების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში ნაპირსამაგრი, გამაგრებითი, სადრენაჟო ან სხვა საინჟინრო ღონისძიებების განსაზღვრა;
- სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიური თანმიმდევრობის განსაზღვრა;
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინება საპროექტო გადაწყვეტებში
- სამუშაო ნახაზების მომზადება;
- სამუშაოთა მოცულობების უწყისის მომზადება;
- მასალებისა და ძირითადი რესურსების სპეციფიკაციის მომზადება;
- საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- საბოლოო ტექნიკური ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება
დამკვეთის მიერ პრეტენდენტებისთვის გადასაცემი საწყისი ინფორმაცია:
- არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;
- არსებული სქემატური ნახაზები
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა და სქემატური ნახაზები წარმოადგენს მხოლოდ საწყის საინფორმაციო მასალას. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების მომზადებამდე ადგილზე დაათვალიეროს ობიექტი, შეისწავლოს ფაქტობრივი მდგომარეობა, გადაამოწმოს წარმოდგენილი მასალების შესაბამისობა რეალურ პირობებთან და კომერციულ წინადადებაში გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომსახურების ღირებულებაზე, ვადებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებზე.
ობიექტის დათვალიერების შემდეგ პრეტენდენტი ვალდებულია კომერციულ წინადადებაში გაითვალისწინოს ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პრეტენდენტის მხრიდან დამატებითი ფინანსური მოთხოვნა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა წინადადების მომზადებისას სრულად არ იყო შესწავლილი, არ მიიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გარემოება ვერ იქნებოდა გონივრულად გამოვლენილი ობიექტის წინასწარი დათვალიერებისას.
მომსახურების შესრულების ადგილი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე
მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი: 2026 წლის აგვისტო
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში;
- მომსახურების შესრულების ვადა;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- საპროექტო სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;
- კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიური საპროექტო, ჰიდროტექნიკური, ნაპირსამაგრი, სარეაბილიტაციო ან გამაგრებითი სამუშაოების პროექტირების მიმართულებით;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე დაათვალიეროს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
- პრეტენდენტი ვალდებულია ადგილზე შეისწავლოს არსებული მდგომარეობა, მისასვლელი გზები, სამუშაოების შესაძლო შეზღუდვები, ტექნიკური სირთულეები და სხვა გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს მომსახურების ღირებულებასა და შესრულების ვადებზე;
- საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს მოქმედი სამშენებლო, ჰიდროტექნიკური, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით;
- შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს საპროექტო გადაწყვეტების ტექნიკური დასაბუთება და მათი გამოყენებადობა შემდგომი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულებისათვის;
- თუ ადგილზე დათვალიერებისას გამოვლინდება დამატებითი დაზიანებები ან ტექნიკური გარემოებები, რომლებიც არ ჩანს ფოტომასალასა და სქემატურ ნახაზებში, შემსრულებელი ვალდებულია აღნიშნული ასახოს ტექნიკურ შეფასებაში და საპროექტო დოკუმენტაციაში;
- პროექტში გამოყენებული ყველა მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა და სამუშაოთა მოცულობა უნდა იყოს მკაფიოდ აღწერილი და საკმარისი სამშენებლო სამუშაოების შემდგომი ტენდერის გამოცხადებისთვის;
- შემსრულებელი ვალდებულია მომსახურების განხორციელებისას დაიცვას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები, მათ შორის რთულ რელიეფზე, წყლის ობიექტთან და ჰიდროტექნიკურ ნაგებობასთან მუშაობისას;
- ყველა ნახაზი, ანგარიში, ცხრილი, ხარჯთაღრიცხვა და სხვა საპროექტო მასალა წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას და უნდა გადაეცეს დამკვეთს PDF და რედაქტირებად ფორმატებში;
- საბოლოო დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე.
ობიექტის დათვალიერება:
საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთი უზრუნველყოფს პრეტენდენტებისთვის ობიექტის დათვალიერების ორგანიზებას წინასწარ შეთანხმებულ თარიღსა და დროს. ობიექტის დათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება უნდა განხორციელდეს დამკვეთის საკონტაქტო პირთან.
წინადადების წარდგენის წესი:
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
- კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება: „ტბორის რეაბილიტაციის/გამაგრებითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება“ და ნომერი #07/07-GIEC-HPP / Pond Rehabilitation Design Services -26
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი:
კარლო გახოკია
ტელ: 599 09 99 91
Email: kgakhokia@giec.ge
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 ივლისი, 17:00 სთ.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლევანი მწყერაძე
ალაზანი ჰესის ხელმძღვანელი
მობ: 511 55 20 02
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები