ჩაბარების ვადა:

21 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31441 - ტენდერი ტირიფონი ჰესის აგრეგატი №2-ის საქარხნო სარემონტო სამუშაოების მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “აცხადებს ტენდერს ტირიფონი ჰესის აგრეგატი №2-ის საქარხნო სარემონტო სამუშაოების მომსახურებაზე.

#07/07-GIEC-HPP / Tirifoni HPP Unit No.2 Factory Repair Works -26

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტი:

ტირიფონი ჰესის აგრეგატი №2-ის დეტალების საქარხნო სარემონტო სამუშაოების შესრულება თანდართული ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური ნახაზების შესაბამისად.

შესყიდვის სტრუქტურა:

შესყიდვა დაყოფილია 2 დამოუკიდებელ ლოტად. პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადება წარადგინოს როგორც ერთ, ასევე ორივე ლოტზე. დამკვეთი იტოვებს უფლებას თითოეული ლოტის ფარგლებში გამარჯვებულად გამოავლინოს სხვადასხვა პრეტენდენტი.

ლოტი №1:

ტურბინის ლილვისა და მქნევარას საქარხნო სარემონტო სამუშაოები

ლოტი №1 მოიცავს ტექნიკური დავალების შემდეგ პუნქტებს:

  • ტურბინის ლილვი 2400.5000.100სნ
  • მქნევარა 2400.5800.300სნ
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს თანდართული ტექნიკური დავალების, ტექნიკური ნახაზებისა და დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად.

ლოტი №2:

ტურბინის ძირითადი კვანძებისა და მიმმართველი აპარატის დეტალების საქარხნო სარემონტო სამუშაოები

ლოტი №2 მოიცავს ტექნიკური დავალების შემდეგ პუნქტებს:

  • წინა სახურავი 2400.5800.400სნ
  • უკანა სახურავი 2400.5800.500სნ
  • მუშა თვალი 2400.5800.200
  • მიმმართველი აპარატის ნიჩაბი 2400.5800.200სნ

სამუშაოები უნდა შესრულდეს თანდართული ტექნიკური დავალების, ტექნიკური ნახაზებისა და დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად.

სამუშაოს აღწერა და მიზანი

ტენდერის მიზანია ტირიფონი ჰესის აგრეგატი №2-ის შესაბამისი დეტალების საქარხნო პირობებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების შესრულება, მათ შორის მექანიკური დამუშავება, დაზიანებული ზედაპირების აღდგენა, დადუღება, დეტალების დამზადება/დამონტაჟება, დაბალანსება, საკონტროლო აწყობა, ფორმულიარების შედგენა და სხვა თანმდევი სამუშაოები ტექნიკური დავალებისა და ნახაზების შესაბამისად.

სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • თანდართული ტექნიკური დავალების სრული დაცვა;
  • ტექნიკური ნახაზებით განსაზღვრული ზომების, დაშვებებისა და დამუშავების მოთხოვნების დაცვა;
  • დაზიანებული ზედაპირების აღდგენა და დამუშავება;
  • შესაბამისი შედუღებითი, მექანიკური და საკონტროლო სამუშაოების შესრულება;
  • საჭირო შემთხვევებში სტატიკური დაბალანსება;
  • საკონტროლო აწყობა;
  • ფორმულიარების შედგენა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ტრანსპორტირებისთვის საჭირო კონსერვაციის შესრულება, სადაც ეს ტექნიკური დავალებით არის მოთხოვნილი.

მომსახურების შესრულების ადგილი:

შემსრულებლის საწარმოო/საქარხნო ბაზა, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად.

მომსახურების შესრულების ვადა:

პრეტენდენტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს თითოეული ლოტის შესრულების ვადა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • კომერციული წინადადება თითოეული ლოტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში;
  • მომსახურების შესრულების ვადა თითოეული ლოტის მიხედვით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიური მიდგომის მოკლე აღწერა;
  • ინფორმაცია საწარმოო/საქარხნო ბაზის, ძირითადი დანადგარებისა და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური სარემონტო/მექანიკური დამუშავების სამუშაოების გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობებზე;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

უცილებელი პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების მომზადებამდე სრულად გაეცნოს ტექნიკურ დავალებასა და ტექნიკურ ნახაზებს;
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს მხოლოდ ტექნიკური დავალებისა და თანდართული ნახაზების შესაბამისად;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებაში გაითვალისწინოს ყველა სამუშაო, რომელიც პირდაპირ არის მითითებული ტექნიკურ დავალებაში და აუცილებელია შესაბამისი დეტალების სრულფასოვანი რემონტისათვის;
  • პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთთან შეათანხმოს სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიური თანმიმდევრობა;
  • შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოების პროცესში უზრუნველყოს დეტალების ზომების, დაშვებებისა და დამუშავებული ზედაპირების კონტროლი;
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ფორმულიარები, საკონტროლო გაზომვების შედეგები და შესრულებული სამუშაოების ანგარიში;
  • ლოტი №1-ის ფარგლებში შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტურბინის ლილვისა და მქნევარას ურთიერთშეწყვილება, შესაბამისი დასმების დაცვა და სტატიკური დაბალანსება;
  • ლოტი №2-ის ფარგლებში შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს მუშა თვალის დაბალანსება, წინა/უკანა სახურავებისა და მიმმართველი აპარატის ნიჩბების საკონტროლო აწყობა;
  • შემსრულებელი პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

წინადადების წარდგენის წესი

  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
  • კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება: „ტირიფონი ჰესის აგრეგატი №2-ის საქარხნო სარემონტო სამუშაოების მომსახურება“
  • ასევე ნომერი: #07/07-GIEC-HPP / Tirifoni HPP Unit No.2 Factory Repair Works -26
  • პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი:

ბესო კუბლაშვილი
ტელ: 599 516 979

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 ივლისი , 17:00 სთ.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

ზაალ შავშიშვილი
მობ: 599 095 623

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები