13 ივლისი 2026, 13:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31445 - ტენდერი პლანშეტების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 ივლისი 2026 დრო 13:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს პლანშეტების შესყიდვაზე.
Samsung Galaxy Tab Active 5 6GB 128GB LTE/5G ან მისი ალტერნატიული ვარიანტი - 34 ცალი
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა შერჩეული ვადის შესაბამისად.
შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესიკომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილოეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკისდიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორცექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებულივერსია);
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯს და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF - Manufacturer’s Authorization Form)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდაიყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი(სასურველია);
- მსგავსი (ანალოგიური) შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
- ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (Current +45 days)
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, ქალაქი თბილისი,დიღმის მასივი მე-6 კვვარტალი კორპუსი 22ბ.
- შესყიდვის ობიექტის მოწოდება ხდება ერთიანად.
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ივლისი, 13:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებულიპირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 30213200 პლანშეტური კომპიუტერები (ტაბლეტები)