ჩაბარების ვადა:

15 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31463 - ტენდერი ვიანის ქსელში არსებული ჰოსპიტლისთვის, პაციენტების კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ვიანი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 8 ივლისი 2026 დრო 16:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ,,ვიანი“- („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერს ვიანის ქსელში არსებული ჰოსპიტლისთვის, პაციენტების კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს ვიანი.

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივლისის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    სატენდერო წინადადებების მიღება: 15 ივლისი 2026 წ.
    გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 24 ივლისი 2026 წ.
    ხელშეკრულების გაფორმება: 01 აგვისტო 2026 წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

შესყიდვის ობიექტი: სს ,,ვიანი“-  პაციენტების კვებით უზრუნველყოფა

შესასყიდი საკვების მენიუს ჩამონათვალი და კვების საშუალო რაოდენობები  განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვაში (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).

საკვების მიწოდება მოხდება დღეში სამჯერადად (საუზმე, სადილი, ვახშამი) კვებას კვირაში შვიდი დღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.

ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან.

 პროდუქციის მიწოდების ადგილი:

სს ,,ვიანი“_ დეტალური მისამართებისთვის იხილეთ დანართი #6 - ჰოსპიტლების მისამართები.

 სატენდერო მოთხოვნები:

  • საკვების მიწოდება მოხდება დღეში სამჯერადად (საუზმე, სადილი, ვახშამი) კვირაში შვიდი დღე, წინასწარ შეთანხმებული კვების რაციონის მიხედვით, შესაბამისი პროფილის/ასაკის პაციენტებისთვის.
  • მენიუ უნდა იყოს კვირის განმავლობაში ცვლადი.
  • გამარჯვებული კომპანია შეკვეთას მიიღებს მეილის საშუალებით.
  • დამზადებული საკვების ტრასპორტირება უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ. ტრანსპორტირების დროს არ უნდა დაირღვეს კვების სანიტარული და ტემპერატურული ნორმები
  • საკვები უნდა იყოს მოწოდებული ერთჯერად ჭურჭელში, რომლითაც საკვები შეინარჩუნებს თბილ ტემპერატურას და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი ღუმელში მოთავსება გასათბობად.
  • რეანიმაციული კვების შემთხვევაში ყველაფერი უნდა იყოს დაბლენდერებული, ცალ-ცალკე სახეობებად, მუყაოს სასუპეებში.
  • სავალდებულოა საკვები დამზადებული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების სრული დაცვით. მოწოდებული საკვები უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანისთვის საჭირო მისაღებ ენერგეტიკული ღირებულების ნორმებს.
  • დანართი 7 ის ყველა პუნქტის შესრულება სავალდებულოა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ივლისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა:  ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივლისი 18:00 საათისა. 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vshermadini@clinics.ge  598 11 69 58

ტენდერის კატეგორია:

  • 55523000 საზოგადოებრივი კვების მომსახურებები სხვა საწარმოების ან დაწესებულებებისთვის
შეკითხვები