ჩაბარების ვადა:
7 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31466 - ტენდერი სამშენებლო მომსახურების მიწოდებაზე
- გამომცხადებელი: გრანდოგა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,გრანდოგა“ (ს/ნ 445841929) არის თანამედროვე სამშენებლო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ სამშენებლო მომსახურებას.
აღნიშნული მომსახურება მოიცავს:
- საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობას;
- შენობების პროექტების განვითარებას;
- პრეფაბრიკირებული შენობების კომპონენტების ადგილზე აწყობასა და მონტაჟს;
- საცხოვრებელი ხის შენობების მშენებლობას;
- არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეკონსტრუქციასა და განახლებას;
- ავტომაგისტრალების, საავტომობილო გზების, ქალაქის შიდა გზებისა და სხვა სატრანსპორტო და საფეხმავლო გზების მშენებლობას;
- გზის საფარის ასფალტირებასა და შეკეთებას;
- ტროტუარების, ბორცვების, ველობილიკების მოწყობას, გზის მონიშვნას საღებავით;
- საგზაო ბარიერების, ნიშნებისა და დაფების მონტაჟს;
- გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების ზედაპირული სამუშაოებს
- აეროპორტის ასაფრენი ბილიკების, რკინიგზებისა და მეტროს ხაზების,
- ხიდების, გვირაბების მშენებლობას;
- გრძელ და მოკლე დისტანციაზე სითხეების მილსადენების მოწყობას;
- წყლის ჭების ბურღვას, სეპტიკური სისტემების მონტაჟს, წყლის
- მაგისტრალური ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების, საკანალიზაციო
- სისტემებისა და სატუმბი სადგურების მშენებლობას
- ელექტროგადამცემი ხაზების, ენერგეტიკული სადგურების, ურბანული ელექტრო ქსელების, სატელეკომუნიკაციო ქსელების მშენებლობას, მოვლასა და შეკეთებას;
- პორტების, სანაპირო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას, წყლისა და წყალქვეშა ნიადაგის გაწმენდას, ნავსადგურების, დოკებისა და არხების მშენებლობას, კაშხლებისა და ბარაჟების აგებას
- სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობას;
- სამთო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობას
- სხვა არასაცხოვრებელი ნაგებობების აგებას;
- ბუნებრივი გაზის გადამამუშავებელი ობიექტების მშენებლობა.
- დემონტაჟის სამუშაოებს, მიწის მომზადებას, გაწმენდას, გათხრებსა და ნიადაგის ამოღებას, ბურღვასა და ტესტირებას;
- ელექტრო, სატელევიზიო და კომპიუტერული ქსელების მონტაჟს; ანტენების,
- მზის ენერგიის კოლექტორების, მრიცხველების, უსაფრთხოების (ხანძრისა და ქურდობის) სისტემების დამონტაჟებას;
- წყლის, კანალიზაციისა და გაზის სისტემების მონტაჟსა და შეკეთებას,
- გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟს, მოვლასა და შეკეთებას;
- ლიფტების, ესკალატორების, მოძრავი ბილიკების, ავტომატური და მბრუნავი კარების მონტაჟსა და სერვისს;
- თბო, ხმისა და ვიბრაციის იზოლაციას;
- მოაჯირების, ლითონის კონსტრუქციების, შიდა მოპირკეთების, თაბაშირის, ავეჯის, სამზარეულოს, კარ-ფანჯრების, ჭერის კონსტრუქციების და სხვა
- სამშენებლო ელემენტების მონტაჟს;
- იატაკისა და კედლების მოპირკეთებას;
- შიდა და გარე საღებავ სამუშაოებს,
- მინის მონტაჟს, დეკორატიული ელემენტების დამონტაჟებასა და სხვა დასრულებით სამუშაოებს.
- მშენებლობის შემდგომ დასუფთავებას;
- სახურავის სამუშაოებს
- მეტალის კონსტრუქციების მონტაჟს;
- მიწისქვეშა სამუშაოებს, აუზების მშენებლობას;
- სამშენებლო ტექნიკის ქირაობას ოპერატორთან ერთად;
- ბეტონის სამუშაოებს, აგურის წყობას, სამშენებლო ხარაჩოების მონტაჟსა და დემონტაჟს, ჰიდროიზოლაციას, ბუხრებისა და სამრეწველო ღუმელების მშენებლობა;
- საძირკვლის სამუშაოებს, პალების ჩაჭედებას, სპეციალიზებული სამშენებლო
- სამუშაოებს, მეტალოკონსტრუქციების დამზადებასა და მონტაჟს, პრეფაბრიკირებული შენობების აწყობას.
ასევე კომპანია ახორციელებს სამშენებლო მასალების წარმოებას, შეძენას,
გაყიდვას, იმპორტსა და ექსპორტს მათ შორის: რკინის, ფოლადის, სპილენძის, ალუმინის, აგურის, ბლოკის, კრამიტის,ცემენტის, ქვიშის, მარმარილოს, კერამიკის, პარკეტის; PVC მილების, იზოლაციის მასალების, საღებავების, კარ-ფანჯრების, კიბეებისა და სხვა სამშენებლო და ელექტრო მასალების.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე 7 აგვისტოს 18:00 საათამდე : grandogag@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები