ჩაბარების ვადა:

24 ივლისი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31517 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის წლიური მარაგის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 14 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 ივლისი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.

 აღნიშნული ტენდერი ცხადდება კომპიუტერული ტექნიკის წლიური მარაგის შესყიდვაზე

  • შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • შესყიდვის ობიექტის მოცულობა შეადგენს კომპანიის წლიური მოხმარებისთვის გათვალისწინებულ საორიენტაციო რაოდენობას;
  • საორიენტაციო რაოდენობის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
  • გამარჯვებულ მონაწილესთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 12 (თორმეტი) კალენდარული თვის ვადით, რომლის ფარგლებშიც მოხდება საორიენტაციო რაოდენობის ეტაპობრივად ათვისება ფაქტობრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
  • სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული რაოდენობა არის საორიენტაციო ხასიათის და მისი სრულად ათვისება არ წარმოადგენს შემსიდველის ვალდებულებას;
  •  განსაკუთრებული მოთხოვნები: აღნიშნული ტენდერი ცხადება 7 (შვიდი) ლოტად, მონაწილეებს ეძლევათ უფლება გააკეთონ შემოთავაზება როგორც სრულ ასორტიმენტზე, შვიდივე ლოტზე, ასევე ცალ-ცალკე კონკრეტულ ლოტებზე.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში;
  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონული სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯს და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ);
  • მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (სასურველია);
  • მსგავსი (ანალოგიური) შესრულებული პროექტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი შესრულებული პროექტების შესახებ (სასურველია);
  • ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (current+45 days);
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო. ქ. თბილისი, დიღმის მასივის მე-6 კვ. 22 ბ კორპ, თეგეტა მოტორსის საწყობი;
  • შესყიდვის ობიექტის მოწოდება ხდება ეტაპობრივად;
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე: www.tenders.ge

სატენდერო პროცედურები და ვადები: 

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 24 ივლისი,15:00 სთ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ივლისი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები