ჩაბარების ვადა:

22 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31537 - ტენდერი გენერატორების და უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვაზე ორ ლოტად

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 16 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 16 ივლისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს გენერატორების და უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვაზე ორ ლოტად ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების  (დანართი #1, დანართი #2) შესაბამისად.

  • პრეტენდენტს  უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ  ერთ-ერთ ლოტშიც;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

აუცილებელი მოთხოვნები!

  • ტენდერში შემოთავაზებულ მოდელს აღჭურვილი უნდა იყოს PERKINS-ის ბრენდის ძრავით (წარმოშობის სერტიფიკატით);
  • განიხილება მხოლოდ ის  შემოთავაზებული მოდელები, რომლებიც აღჭურვილია შემდეგი ბრენდების ალტერნატორით: MECC ALTE, CROMPTON GREAVES, LEROY-SOMER, STAMFORD. 
  •  მართვის პანელში განიხილება მხოლოდ თურქული datakom d500 ან სხვა ევროპული წარმოშობის ალტერნატივა;

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1, დანართი #2);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები 
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული; 
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდინარე სასაწყობე ფართი;

შენიშვნა:საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები 

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში.

6. ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ივლისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების მენეჯერი:

გიორგი მდივნიშვილი
მობ: 551 888 398 
ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge

საყურადღებო ინფორმაცია!

*აუცილებელია  პრეტენდენტმა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული ტექნიკური დოკუმენტაციის როგორც ხელმოწერილი PDF , ასევე exel ფაილები.

ტენდერის კატეგორია:

  • 31120000 გენერატორები
  • 31154000 უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები
შეკითხვები