ჩაბარების ვადა:

22 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31538 - ტენდერი ახალი საქალაქთაშორისო ავტობუსის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 16 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 16 ივლისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ერთი ერთეული, ახალი საქალაქთაშორისო ავტობუსის შესყიდვაზე. 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. 
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდგომ, ცალკეულ ლოტებზე რამოდენიმე კომპანიის შერჩევის შემთხვევაში შესაძლოა გამოცხადდეს დახურული რევერსული აუქციონი.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.

ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები, იხილეთ მიმაგრებულ დანართ N1-ში.

სერვისი:

  • კვალიფიციური სერვის-ცენტრი: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სერვის-ცენტრისაქართველოს ტერიტორიაზე.
  • სათადარიგო ნაწილები: პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ძირითადი ცვეთადი და კრიტიკულადმნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილების სარეზერვო მარაგი ადგილზე (საქართველოში).

კომერციული წინადადება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ფინანსური წინადადება, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. ავტობუსის ღირებულება:

ერთი ერთეული ავტობუსის ფასი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაგადასახადის ჩათვლით.

2. მომსახურების ღირებულება (Service Offer):

სავალდებულო გეგმური ტექნიკური მომსახურების სრული ღირებულება 120,000 კმ გარბენზე. ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური, ჩაშლილი პრეისკურანტის სახით MS Excel ფორმატში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

იურიდიული დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ.

ტექნიკური დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული მოდელის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები.
  • დეტალური საგარანტიო პირობები 
  • სერვის-ცენტრის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • შევსებული დანართი N1-ტექნიკური პარამეტრები
  • შევსებული დანართი N2-ფასების ცხრილი 

დამატებითი ინფორმაცია:

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.

პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;

უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ივლისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო საკითხვებზე:

ფარნა მაისურაძე
ტელ: 579 400 008

ტენდერის კატეგორია:

  • 34120000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები 10-ზე მეტი ადამიანის გადასაყვანად
შეკითხვები