21 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31549 - ტენდერი სამშენებლო ობიექტზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: York Holding Group
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ აცხადებს ფასთა მოთხოვნას (RFQ) Lisi View-ს დასახლების ტერიტორიაზე მდებარე შენობების (V1, V2, A3, A4, A5, A6, V7, B1, B2, B3) და გარე განათების ქსელის ელექტროობის ქსელის სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად.
2. სამუშაოთა და მასალების მოცულობა
სამუშაოთა სრული მოცულობები, საზომი ერთეულები და დეტალურადაა წარმოდგენილი თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში (BOQ), რომელიც შედგება ორი სექციისგან:
- სექცია A — მასალები: (სადენები, ძალოვანი კარადები, ამომრთველები, გოფრი, ხოკერი, დამიწების აქსესუარები და სხვ.);
- სექცია B — სამუშაოები: თითოეული შენობის (V1, V2, A3-A6, V7, B1, B2/B3) ძალოვანი სადენის ტრასის მოწყობა, ტრანშეის/ბეტონის სამუშაოები, ძალოვანი კარადების მონტაჟი, დამიწების მოწყობა და გარე განათების ქსელის აღდგენა.
მონაწილემ საკუთარი ინიციატივით შეიძლება შესთავაზოს ალტერნატიული მასალა ან ტექნოლოგიური გადაწყვეტა, იმ პირობით, რომ დააკმაყოფილებს იმავე ტექნიკურ მახასიათებლებს და დამკვეთს წარმოუდგენს შესაბამის დასაბუთებას.
3. ტექნიკური მოთხოვნები და დაზუსტებები
ყველა შენობაში უნდა მოეწყოს ძალოვანი (გამანაწილებელი) კარადა, რომელიც უზრუნველყოფს გარე სივრციდან შემოყვანილი ძალოვანი სადენების დაკავშირებას ამომრთველებით შიდა სივრცეებში არსებულ ელ-ფარებთან;
- V7, V1 და V2 შენობებისთვის გამოიყენება ალუმინის მრავალწვერა „მიწის“ 4X35 სადენი;
- A3, A4, A5 და A6 შენობებისთვის გამოიყენება სპილენძის მრავალწვერა „მიწის“ 2/6 სადენი;
- B1, B2 და B3 შენობებისთვის გამოიყენება ალუმინის მრავალწვერა 4/35 სადენი;
- ყველა კაბელის ტრასა და დამიწების კონტური უნდა შესრულდეს მოქმედი ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.
4. მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- შევსებული BOQ (თანდართული ფორმის მიხედვით), ერთეულის ფასების, რაოდენობებისა და ჯამური ღირებულების მითითებით, დღგ-ს ჩათვლით;
- სამუშაოთა შესრულების ვადები და გრაფიკი (კვირების/დღეების მიხედვით);
- გამოსაყენებელი მასალების სპეციფიკაცია/სერტიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- საგარანტიო პირობები შესრულებულ სამუშაოებსა და დამონტაჟებულ მასალებზე;
- გადახდის პირობები და საბანკო რეკვიზიტები;
- ანალოგიური პროექტების შესრულების გამოცდილება (სურვილისამებრ).
5. სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა
სამუშაოთა შესრულების გრაფიკი, ტექნიკური დეტალები და ცვლილებები შეთანხმდება უშუალოდ დამკვეთთან - შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპთან“; ცალკე ტექნიკური ზედამხედველი კომპანია პროექტისთვის გამოყოფილი არ არის. მიღება-ჩაბარება განხორციელდება დამკვეთის წარმომადგენლის მონაწილეობით.
6. ხარჯთაღრიცხვის კორექტირება
თანდართული BOQ-ის მოცულობების ან ერთეულების კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან - შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპთან“ - წერილობითი ფორმით, სამუშაოების დაწყებამდე.
7. შეფასების კრიტერიუმები
- შემოთავაზებული ღირებულება;
- შესრულების ვადები;
- საგარანტიო პირობები;
- წარმოდგენილი გამოცდილება და ტექნიკური შესაბამისობა.
8. შეთავაზების წარდგენა
დაინტერესებულმა კომპანიებმა თანდართული BOQ-ის ფორმის საფუძველზე მომზადებული შეთავაზება უნდა წარმოადგინონ დამკვეთის მიერ მითითებულ ვადაში შემდეგ ელ-ფოსტაზე: procurmenet@yorktowers.com
დასახელებაში მიუთითეთ: [Lisi View] - ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შეთავაზება - [კომპანიის სახელი}
დედლაინი: 21 ივლისი, 18:00 საათი.
9. საკონტაქტო ინფორმაცია
ადმინისტრაციული საკითხები
ნიკა
ტელ: 577 689 474
ტექნიკური საკითხები
ირაკლი
577 994 220
ილია
555 287 746
ტენდერის კატეგორია:
- 45210000 შენობების მშენებლობა