5 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31585 - ტენდერი სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: იმედი ელ
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 აგვისტო 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს იმედი ელ აცხადებს ტენდერს სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვაზე.
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ტენდერის პროცესში მონაწილე კომპანიებს (შემდგომში პრეტენდენტი) განუმარტოს სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელის (შემდგომში კომპანია) მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.
- კომპანია სთავაზობს პრეტენდენტ/ებ/ს მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სტომატოლოგიური მომსახურეობის შესყიდვაზე თბილისსა და საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტში.
- შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება, არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი პერიოდით.
ტენდერი ჩატარდება 1 (ერთი) ლოტად (დანართი #1).
შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ სტომატოლოგიური სერვისების ყველა მიმწოდებელს..
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 5 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ხელშეკრულება
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 20 ივლისი 2026 წელი
- სატენდერო წინადადებების მიღება - 5 აგვისტო 2026 წელი
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 26 აგვისტო 2026 წელი
- ხელშეკრულების გაფორმება - 31 აგვისტო 2026 წელი.
კომპანია იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის გამარჯვებულ პრეტენდენტთან /პრეტენდენტებთან ხელშეკრულბის ხელმოწერამდე, შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართებზე.
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას კომპანიისთვის.
კომპანია იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ელ.ფოსტაზე ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს სატენდერო წინადადება.
გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის, ფასდაკლების, კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის, წარმოდგენილი მომსახურების ხარისხის, ინფრასტრუქტურის, ხელმისაწვდომობის და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის შეჯამების საფუძველზე.
1.წესები და კითხვები
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს შერჩევის პროცესის მთლიანი ვადის განმავლობაში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პერიოდის ჩათვლით.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
გთხოვთ სატენდერო წინადადებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაციასთან გადმოგვიგზავნოთ წინამდებარე დოკუმენტში მითითებულ ელექტრონულ მეილზე PDF ფორმატში, Excel -ის ფორმატში.
2. შემოთავაზება
შერჩევა ტარდება წინამდებარე დოკუმენტის, დანართი 1 -ით და დანართი #2-ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად.
შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადს;
3. კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მომსახურებების მრავალფეროვნება
- მომსახურების ფასი
- ფასდაკლება
- პრეტენდენტის გამოცდილება
- პრეტენდენტის რეპუტაცია
- მომსახურეობის ხარისხი
- სავარძლების რაოდენობა - ქ. თბილისი: არანაკლებ 4 სავარძელი; ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი: არანაკლებ 2 სავარძელი; დანარჩენ ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში სტომატოლოგიური კლინიკის მიერ შემოთავაზებული რაოდენობის შესაბამისად.
- პრეტენდენტის ინფრასტრუქტურა
- პრეტენდენტის ხელმისაწვდომობა
- ტერიტორიული ადგილმდებარეობა
- კომპანიის ციფრულ სისტემებში მუშაობის რესურსი (პრეტენდენტი ხელშკრულებით იღებს ვალდებულებას მოახდინოს კომპანიის ციფრულ სისტემაში სრუყლი ინფორმაციის წარდგენა არაუგვიანეს ხელშკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კომპანიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას).
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა;
1-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 10 სამუშაო დღეზე მეტი ვადით;
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- პრეტენდენტს არ გააჩნია ან/და შეჩერებული აქვს შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა.
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ი ვალდებულია დადგენილ ვადაში წარმოადგინოს კომპანიაში საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია. იმშემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნება სრულყოფილად წარმოდგენილი მოთხოვნილი საკვალიფიკაციოდოკუმენტაცია ან/და წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია არ დააკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს, კომპანიააცნობებს ამის შესახებ პრეტენდენტს. კომპანია ულებამოსილია მოახდინოს ასეთი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია დასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ წინადადებით მიმართოს შემდგომი ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენპრეტენდენტს.
პასუხისმგებლობა:
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში/მის დანართებშიფიქსირებული მომსახურების ტარიფები და ლოკაციები.“
4. კონფიდენციალობა
შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა. დოკუმენტაციის გამოთოვის შემთვევაში მხარეთა შორის გაფორმდება შესაბამისი კონფიდენციალურობის ხელშეკრუელბა.
5. დანართი
დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- დანართი 1 - სტომატოლოგიურ კლინიკაში არსებეული სტანდარტული ფასების ცხრილი
- დანართი 2 - მზღვეველისთვის შემოთავაზებული ფასების ცხრილი
- დანართი 3 - ფასდაკლება ორთოპედია ორთოდონტია იმპლანტაციაზე
- დანართი 4 - რეკვიზირები და ტექნიკური ინფორმაცია
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 აგვისტო, 18:00
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+99532) 2922 222
საკონტაქტი პირ(ებ)ი:
თეიმურაზ ჩიხლაძე: ტელ.: 577650056;
ელ. ფოსტა: Procurement.dental@imedil.ge
ტენდერის კატეგორია:
- 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები