ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31599 - ტენდერი ახალი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველობის საფუძველზე, მშენებლობის ეტაპების ოქმების შემდგენელი აკრედიტებული კომპანიის შერჩევაზე

  • გამომცხადებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 22 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 22 ივლისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ახალი ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველობის საფუძველზე, მშენებლობის ეტაპების ოქმების შემდგენელი აკრედიტებული კომპანიის შერჩევის მიზნით.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

ტენდერი ამ ეტაპზე ცხადდება მხოლოდ შენობის მონოლითურ ნაწილზე (კარკასულ კონსტრუქციაზე). თუმცა, წარმატებული პარტნიორობისა და სამუშაოების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამკვეთი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულ კომპანიასთან თანამშრომლობა გააგრძელოს მშენებლობის მომდევნო ეტაპებზეც.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები

შერჩეულმა კომპანიამ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს:

  • მშენებლობის (მონოლითური ეტაპის) მიმდინარეობისა და დასრულების მონიტორინგი.
  • შესაბამისი საეტაპო ოქმების შედგენა, რის საფუძველზეც, ქალაქის მერიასთან (არქიტექტურის სამსახურთან) შეთანხმებით, მშენებლობის კონკრეტული ეტაპი ჩაითვლება ოფიციალურად ჩაბარებულად.
  • სანებართვო პირობებთან, კონსტრუქციულ პროექტსა და მოქმედ სამშენებლო ნორმებთან სრული შესაბამისობის დადასტურება.

ძირითადი მოთხოვნები პრეტენდენტთა მიმართ

  • აკრედიტაცია: კომპანიას სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს შესაბამისი აკრედიტაცია.
  • გამოცდილება:
  • ანალოგიური პროფილისა და სირთული მონოლითური/კონსტრუქციული ნაწილის) სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
  • უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო ან რთული ინჟინერიის მქონე საზოგადოებრივი ობიექტების ზედამხედველობის გამოცდილება.
  • პერსონალის კვალიფიკაცია: საკვანძო სპეციალისტების (სერტიფიცირებული კონსტრუქტორი/ინჟინერ-ზედამხედველები) შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების დადასტურება.

წასადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის პროფილი: ზოგადი ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა, პორტფოლიო და რეკომენდაციები/კლიენტების სია.
  • აკრედიტაციისა და გამოცდილების დადასტურება:
    - მოქმედი აკრედიტაციის მოწმობის ასლი;
    - ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური პროექტები.

გთხოვთ მოგვაწოდეთ: კომერციული წინადადება: მომსახურების ჯამური ღირებულება მონოლითურ ეტაპზე (ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ის ჩათვლით) და გადახდის პირობები.

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის  31 ივლისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
Zberoshvili@clinics.ge
ტელ: 571757152

ტენდერის კატეგორია:

  • 71520000 მომსახურებები მშენებლობის ზედამხედველობის სფეროში
შეკითხვები