ჩაბარების ვადა:

28 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31600 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტაბახმელაში (წყალმომარაგება)

  • გამომცხადებელი: York Holding Group
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ აცხადებს ტენდერს ვისტა გარდენის დასახლების ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

1. სამუშაოთა და მასალების მოცულობა / ტექნიკური მოთხოვნები და დაზუსტებები

1. მდინარე ჩაჩიკანთხევიდან, დღე-ღამეში 240 მ³ ტექნიკური წყლის მისაღებად, უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები თანდართული ხარჯთაღრიცხვის (BOQ) მიხედვით, კერძოდ:

  • მიმღები ავზის მოწყობა მდინარესთან (ქვიშის დამჭერი, სალექარი 50 მ³);
  • დენის მიყვანა სატუმბ სადგურამდე;
  • მილგაყვანილობის მოწყობა (PVC);
  • წყლის დასამუშავებელი კვანძის შენობის მოწყობა (მსუბუქი კონსტრუქცია, სენდვიჩ-პანელებით).

2. სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს კონტრაქტორის - შპს „ჯეოტექნო+“-ის ტექნიკური ზედამხედველობით, თანდართული ხარჯთაღრიცხვის (BOQ) მოცულობებისა და საზომი ერთეულების შესაბამისად.

3. სამუშაოების შესრულების გრაფიკი შეთანხმდება კონტრაქტორსა და შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპის“ სამშენებლო ჯგუფს შორის, ტექნიკური დოკუმენტაციის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდგომ.

4. წყლის შემკრები რეზერვუარის მშენებლობის სამუშაოები (ჯამური მოცულობით არანაკლებ 240 მ³) არ შედის წინამდებარე დავალებისა და თანდართული BOQ-ის მოცულობებში და წარმოებს ცალკე, დამკვეთის საკუთარი ძალებით, არსებულ ტერიტორიაზე. რეზერვუარის მშენებლობის დეტალები ასევე უნდა შეთანხმდეს კონტრაქტორ კომპანიასთან - შპს „ჯეოტექნო+“-სთან.

5. თანდართული ხარჯთაღრიცხვა (BOQ) წარმოადგენს სამუშაოთა მოცულობებისა და საზომი ერთეულების საორიენტაციო საბაზისო დოკუმენტს; კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს დაფასებული BOQ ერთეულის ფასების, ჯამური ღირებულებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების (2%) მითითებით.

6. თანდართული, სამშენებლო ნაწილის ხარჯთაღრიცხვის კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, დეტალები უნდა შეთანხმდეს შპს „ჯეოტექნო+“-თან.

4. მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • შევსებული BOQ (თანდართული ფორმის მიხედვით), ერთეულის ფასების, რაოდენობებისა და ჯამური ღირებულების მითითებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • სამუშაოთა შესრულების ვადები და გრაფიკი (კვირების/დღეების მიხედვით);
  • გამოსაყენებელი მასალების სპეციფიკაცია/სერტიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • საგარანტიო პირობები შესრულებულ სამუშაოებსა და დამონტაჟებულ მასალებზე;
  • გადახდის პირობები და საბანკო რეკვიზიტები;
  • ანალოგიური პროექტების შესრულების გამოცდილება (სურვილისამებრ).

2. სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა

სამუშაოთა შესრულების გრაფიკი, ტექნიკური დეტალები და ცვლილებები შეთანხმდება უშუალოდ დამკვეთთან - შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპთან“

3. შეფასების კრიტერიუმები

  • შემოთავაზებული ღირებულება;
  • შესრულების ვადები;
  • საგარანტიო პირობები;
  • წარმოდგენილი გამოცდილება და ტექნიკური შესაბამისობა.

4. შეთავაზების წარდგენა

დაინტერესებულმა კომპანიებმა თანდართული BOQ-ის ფორმის საფუძველზე მომზადებული შეთავაზება უნდა წარმოადგინონ დამკვეთის მიერ მითითებულ ვადაში შემდეგ ელ-ფოსტაზე: procurmenet@yorktowers.com

დედლაინი: 2026 წლის 28 ივლისი, 18:00 საათი

დასახელებაში მიუთითეთ: [Vista Garden] - წყალგაყანილობის სამშენებლო სამუშაობის შეთავაზება - [კომპანიის სახელი}

საკონტაქტო ინფორმაცია

ადმინისტრაციული საკითხები

ნიკა
ტელ: 577 689 474

ტექნიკური საკითხები

ირაკლი
577 994 220

ილია
555 287 746

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
შეკითხვები