28 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31602 - ტენდერი ტაბახმელაში 7 შენობის თეთრ კარკასამდე მიყვანის სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: York Holding Group
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, სოფ. ტაბახმელაში მდებარე „Vista Garden“-ის საცხოვრებელ კომპლექსში არსებული 7 (შვიდი) შენობის სამშენებლო სამუშაოების დასრულების მიზნით.
შენობების მშენებლობა ამჟამად შეჩერებულია და თითოეული მათგანი სხვადასხვა სამშენებლო სტადიაზე იმყოფება. ტენდერის მიზანია აღნიშნული შენობების თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიყვანა.
სამუშაოების ჩამონათვალი, მოცულობები და თითოეული შენობის მდგომარეობა დეტალურად მოცემულია თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში (BOQ) და საპროექტო დოკუმენტაციაში.
ტენდერში მონაწილეობის პირობები
ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს:
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულება;
- მრავალსართულიანი ან საცხოვრებელი შენობების მშენებლობის გამოცდილება;
- კვალიფიციური საინჟინრო და სამშენებლო პერსონალის მობილიზება;
- საჭირო სამშენებლო ტექნიკისა და რესურსების უზრუნველყოფა;
- სრული და დეტალური ფინანსური წინადადების წარმოდგენა.
გამოცდილების მოთხოვნები
პრეტენდენტმა სავალდებულოდ უნდა წარმოადგინოს:
- ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში შესრულებული მინიმუმ 3 (სამი) ანალოგიური სამშენებლო პროექტის ჩამონათვალი;
- შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო მასალა და/ან მიღება-ჩაბარების აქტები;
- სურვილის შემთხვევაში – დამკვეთთა რეკომენდაციები;
- კომპანიის ზოგადი ინფორმაცია და სამშენებლო საქმიანობის გამოცდილების აღწერა.
კომერციული წინადადების მოთხოვნები
პრეტენდენტებმა სავალდებულოდ უნდა შეავსონ თანდართული BOQ.
შეთავაზებულ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- სამშენებლო მასალებით;
- მუშახელით;
- სამშენებლო ტექნიკითა და მექანიზმებით;
- ტრანსპორტირებით;
- დროებითი ინფრასტრუქტურითა და უსაფრთხოების ღონისძიებებით;
- ზედნადები და ადმინისტრაციული ხარჯებით;
- სხვა ნებისმიერი ხარჯით, რომელიც აუცილებელია სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად და შენობების თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მისაყვანად.
წარსადგენი დოკუმენტაცია
პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული BOQ (Excel ფორმატში);
- კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სამუშაოების შესრულების დეტალური ვადები და კალენდარული გრაფიკი;
- საგარანტიო პირობები;
- გადახდის პირობები (მათ შორის მოთხოვნილი ავანსის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის იურიდიული მონაცემები (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია).
წინადადების წარდგენა
წინადადებები გთხოვთ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Procurement@yorktowers.com
დედლაინი: 2026 წლის 28 ივლისი, 18:00 საათი
ელფოსტის სათაური:
[Vista Garden] 7 შენობის სამშენებლო სამუშაოების დასრულების კომერციული წინადადება
დამატებითი ინფორმაცია:
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება წარმოდგენილი კომერციული წინადადების, ტექნიკური შესაბამისობის, გამოცდილებისა და შესრულების ვადების შეფასების საფუძველზე.
დამკვეთი უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში გამართოს მოლაპარაკება ერთ ან რამდენიმე პრეტენდენტთან, ასევე არ გამოავლინოს გამარჯვებული, თუ წარმოდგენილი წინადადებები არ დააკმაყოფილებს პროექტის მოთხოვნებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
ადმინისტრაციული საკითხები
ნიკა ჩიქობავა
მობ.: 577 68 94 74
ტექნიკური საკითხები
ილია
მობ.: 555 28 77 46
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები