ჩაბარების ვადა:

5 აგვისტო 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31604 - ტენდერი ალაზანი-1 და ალაზანი-2 ჰესების ტერიტორიაზე ჰიდროგეოლოგიური კვლევისა და სამრეწველო ჭაბურღილების მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 აგვისტო 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს „ალაზანი-1 და ალაზანი-2 ჰესების ტერიტორიაზე ჰიდროგეოლოგიური კვლევისა და სამრეწველო ჭაბურღილების მოწყობა“ - 21/07-GIEC-HPP / Alazani-1 & Alazani-2 HPP Hydrogeological Survey and Industrial Well Construction -26

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტი:  „ალაზანი-1 და ალაზანი-2 ჰესების ტერიტორიაზე ჰიდროგეოლოგიური კვლევისა და სამრეწველო ჭაბურღილების მოწყობა “

1. სამუშაოს აღწერა და მიზანი

შესყიდვის მიზანიაალაზანი-1“დაალაზანი-2“ჰესების ტერიტორიაზე ჰიდროგეოლოგიური კვლევისჩატარება, მიწისქვეშა წყლის რესურსის მოძიება, სამრეწველო ჭაბურღილების მოწყობა, საცდელიამოტუმბვა, წყლის ხარისხის კვლევა, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტებისექსპლუატაციაში გადაცემა სრული პასუხისმგებლობით, დასრულებული და ექსპლუატაციისთვის მზადობიექტის ჩაბარების პრინციპით.

2. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები

ტექნიკური დავალების შესაბამისად  (დანართი #1)  

 3. მისამართი:

გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე

 მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი: 2026 წელი   

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში ;
  • მომსახურების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობებზე საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
  • დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე/ან მომსახურების დაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა.
  • კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიურ საპროექტო სამუშაოებზე;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

აუცილებელი პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში გამოყენებული ყველა მასალა და ტექნიკური გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს;
  • პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

წინადადების წარდგენის წესი

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.

კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალაზანი-1 და ალაზანი-2 ჰესების ტერიტორიაზე ჰიდროგეოლოგიური კვლევისა და სამრეწველო ჭაბურღილების მოწყობა“ 21/07-GIEC-HPP / Alazani-1 & Alazani-2 HPP Hydrogeological Survey and Industrial Well Construction -26

პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია  ტელ: 599 09 99 91

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 5 აგვისტო, 17:00 სთ.  

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

ლევანი მწყერაძე
ალაზანი ჰესის ხელმძღვანელი 
მობ: 511 55 20 02 

ტენდერის კატეგორია:

  • 71351000 გეოლოგიური, გეოფიზიკური და სხვა სამეცნიერო-კვლევითი მომსახურებები
შეკითხვები