ჩაბარების ვადა:
31 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31621 - ტენდერი იმუნოლოგიური კვლევებისთვის საჭირო რეაგენტების, კალიბრატორების, კონტროლების და დამხმარე მასალების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მეგალაბი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „მეგალაბი“ აცხადებს ტენდერს იმუნოლოგიის რეაქტივების შესყიდვის მიზნით.
ტენდერის ფარგლებში შერჩეულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება 3 (სამი) წლის ვადით.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
- იმუნოლოგიური კვლევებისთვის საჭირო რეაქტივების უწყვეტი, სტაბილური და დროული მიწოდება;
- სს „მეგალაბისთვის“ შესაბამისი იმუნოლოგიური ანალიზატორების გადმოცემა სარგებლობაში (არანაკლებ 2 (ორი) და არაუმეტეს 3 (სამი) ერთეული აპარატურის) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
- აპარატურის ტრანსპორტირება, ინსტალაცია, ტექნიკური გამართვა და ექსპლუატაციაში გაშვება;
- აპარატურის სრული ტექნიკური მომსახურება და სერვისული მხარდაჭერა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში;
- სს „მეგალაბის“ თანამშრომლების გადამზადება აპარატურისა და შესაბამისი რეაქტივების გამოყენების მიმართულებით;
- რეაქტივების ხარისხის, შესაბამისობისა და მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა.
სატენდერო წინადადებასთან ერთად მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს:
- კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია;
- სარეკომენდაციო წერილი/წერილები კომპანიის შესახებ, გაცემული მოქმედი მომხმარებლების ან პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
- სარეკომენდაციო წერილი/წერილები შემოთავაზებული აპარატურის შესახებ, რომელიც ადასტურებს აპარატის საიმედოობას, ხარისხს, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ექსპლუატაციის გამოცდილებას;
- შემოთავაზებული აპარატურის ტექნიკური მახასიათებლები და შესაბამისობის დოკუმენტაცია;
- რეაქტივების სრული ჩამონათვალი, ფასები და მიწოდების პირობები;
- აპარატურის ინსტალაციის, საგარანტიო და სერვისული მომსახურების პირობები.
შეთავაზებების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ.ფოსტაზე: order@megalab.ge 31 ივლისის 18:00 საათამდე.
საკონტაქტო პირი:
მარიამ მათეშვილი
ელ. ფოსტა: order@megalab.ge
მობ: 595527850
ტენდერის კატეგორია:
- 33694000 დიაგნოსტიკური საშუალებები
- 33696200 რეაქტივები სისხლის ანალიზისათვის
- 33696500 ლაბორატორიული რეაქტივები