ჩაბარების ვადა:

14 აგვისტო 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31698 - ტენდერი სამაცივრე სისტემებისა და აგრეგატების გეგმიურ-პროფილაქტიკურ მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: საქინვესტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 აგვისტო 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს #03-03/08/26-SI კომპანიის მფლობელობაში არსებული სამაცივრე სისტემებისა და აგრეგატების გეგმიურ-პროფილაქტიკურ მომსახურებაზე, დიაგნოსტიკასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე ქ. თბილისში, აგლაძის #32.

სისტემა უზრუნველყოფს 50 სამაცივრე კამერის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

მომსახურების პერიოდი - 1 წელი.

თანდართული ფაილები:

  • დანართი 1 - სატენდერო ინფორმაცია
  • დანართი 2 - ფასების ცხრილი

შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგი გავრცელებული და სპეციფიკური გაუმართაობების სწრაფაღმოფხვრასა და პრევენციას:

  • ფრეონის სისტემა: გაჟონვის ადგილების აღმოჩენა, ჰერმეტიზაცია და სისტემის გამართვა/დატუმბვა.
  • გალღობის სისტემა: ამაორთქლებლის ყინულის სადნობი ელექტრო ტენების შემოწმება/შეცვლა; ამაორთქლებლის ყინულისგან გათავისუფლება.
  • ავტომატიკა და ელექტროობა: მართვის პლატების, სენსორებისა და ა.შ. ნაწილების დიაგნოსტიკა და შეკეთება;
  • მექანიკური ნაწილები: კომპრესორების, ვენტილატორებისა და აგრეგატის სხვა შემადგენელი დეტალების შეკეთება/შეცვლა.
  • ცენტრალის აგრეგატზე (CANTEK CMRK–2PS 4000 DZ DR / 241 kW) პრიორიტეტული და მუდმივი მონიტორინგი.

აუცილებელი მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • ანალოგიური მომსახურებების გაწევის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება (ანალოგიური პროექტების ჩამონათვალის წარმოდგენა);
  • ავარიული (გადაუდებელი) გამოძახების შემთხვევაში სწრაფად რეაგირების შესაძლებლობა და დიაგნოსტიკა გამოძახებიდან მაქსიმუმ 4-6 საათის განმავლობაში და გაუმართაობის აღმოფხვრა მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში;
  • მაცივარ-აგენტზე მომუშავე მოწყობილობების სერტიფიცირებული მომსახურე ტექნიკური პერსონალი;
  • კვალიფიციური პერსონალი და შესაბამისი დიაგნოსტიკური აპარატურა.
  • ორიგინალი ნაწილები - შეკეთებისას გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ორიგინალი ნაწილები.
  • საგარანტიო პერიოდი შესრულებულ სერვისზე 6 თვე.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • შევსებულ დანართი 2 ფასების ცხრილს;

წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას ლარში.

  • ანგარიშსწორების პირობას;
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;

შენიშვნა: პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

  • საბანკო რეკვიზიტებს (ბანკის ბეჭდიანი ცნობის სახით)
  • პრეტენდენტი კომპანიის საკონტაქტო პირის ინფორმაციას

დამატებითი დეტალები:

  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გამართოს დამატებითი შეხვედრები ტენდერში მონაწილე კომპანიებთან, დეტალების დაზუსტების მიზნით.
  • ტენდერის გამოცხადება არ აჩენს ვალდებულებას რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით

წინადადების წარდგენის წესები:

შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.

კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება და ნომერი - „#03-03/08/26-SI კომპანიის მფლობელობაში არსებული სამაცივრე სისტემებისა და აგრეგატების გეგმურ-პროფილაქტიკურ მომსახურებაზე, დიაგნოსტიკასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე - ქ. თბილისში, აგლაძის #32 “.
  • პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელ.).
  • ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87. 

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 14 აგვისტო, 2026 (15:00 საათი).

საკონტაქტო პირები:

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
ედიშერ კანდელაკი
ტელ: 577 103012

საბუთებთან დაკავშირებით
ნათია გელაშვილი 
577 756006

ტენდერის კატეგორია:

  • 50710000 შენობის ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 50730000 გამაგრილებელი ჯგუფების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები