ჩაბარების ვადა:

24 აგვისტო 2026, 10:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31702 - კონკურსი სანოტარო ბიუროს შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 აგვისტო 2026 დრო 10:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ აცხადებს კონკურსს სანოტარო ბიუროს შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად.

საკონკურსო ობიექტის მისამართი

ქ. თბილისი, დიდი დიღომი, პეტრიწის ქ. N16.

სამუშაოების აღწერა

საკონკურსო სამუშაოები ითვალისწინებს სანოტარო ბიუროს შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობას.

სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები მოცემულია დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვა), ხოლო სამუშაოების განხორციელების პროექტი, მათ შორის ნახაზები და გეგმები, მოცემულია დანართი N2-ში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კონკურსში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია.

სამუშაოების შესრულების პირობები

სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთთან და შესაბამის სანოტარო ბიუროსთან წინასწარი შეთანხმებით.

სამუშაოების შესრულების დრო და გრაფიკი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან/სანოტარო ბიუროსთან ისე, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას არ შეიზღუდოს და არ შეფერხდეს სანოტარო ბიუროს ნორმალური სამუშაო პროცესი და სამუშაო გრაფიკი.

აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაოების ცალკეული ეტაპები შესაძლებელია განხორციელდეს არასამუშაო საათებში,დამკვეთთან და სანოტარო ბიუროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

შეთავაზებების წარდგენა

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სამუშაოების შესრულების სრულ ღირებულებას;
  • ხარჯთაღრიცხვას დანართი N1-ის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების ვადას;
  • პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაციას.

შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:

ikhurtsidze@notary.ge
atediashvili@notary.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 24 აგვისტო, 10:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია

სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები იხილეთ დანართი N1-ში.

სამუშაოების განხორციელების პროექტი (ნახაზები/გეგმები) იხილეთ დანართი N2-ში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ალექსანდრე თედიაშვილი
ლოჯისტიკის უფროსი სპეციალისტი
ტელ.: 591 22 14 44; 568 82 10 01
ელ. ფოსტა: atediashvili@notary.ge

ბექა სუჯაშვილი
პროექტის ავტორი
ტელ.: 558 18 07 71
ელ. ფოსტა: bekasujashvili@yahoo.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები