ჩაბარების ვადა:

26 აგვისტო 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31722 - ტენდერი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის საპროექტო მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: შპს არმორ გრუპი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 აგვისტო 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს არმორ გრუპი აცხადებს ელექტრონულ ფასთა გამოკითხვას მრავალფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრული საპროექტო მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

შპს არმორ გრუპი გეგმავს ქ. თბილისში მრავალფუნქციური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებას და აცხადებს ელექტრონულ ფასთა გამოკითხვას კომპლექსის სრული საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით. ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე საპროექტო კომპანიებს, არქიტექტურულ და საინჟინრო ბიუროებს.

შესყიდვის საგანი მოიცავს არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების მომზადებას, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში დოკუმენტაციის წარდგენასა და შეთანხმებას, მშენებლობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას და დეტალური BOQ-ის — სამუშაოთა მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას. 

1. ობიექტის ძირითადი მონაცემები

მაჩვენებელი აღწერა
პროექტის ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, მუხიანის დასახლებაში, მე-3 მ/რ, სადღეღამისო ავტოსადგომი N44-ის მიმდებარედ; 
საკადასტრო კოდი 01.72.13.367.019
მიწის ნაკვეთის ფართობი 8193 კვ.მ
სამიზნე/საორიენტაციო K2 [4.0]
საორიენტაციო საერთო სამშენებლო ფართობი [32770] კვ.მ
კომპლექსის ფუნქცია მრავალფუნქციური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი — საცხოვრებელი, კომერციული, რეკრეაციული და ავტოსადგომის სივრცეებით
საორიენტაციო სართულიანობა [16 - 18]
განსაკუთრებული კომპონენტები პერიმეტრის შემოღობვისა და გაყიდვების ოფისის დიზაინი/რენდერი; ორი საცურაო აუზი — მოზრდილებისა და ბავშვებისთვის - თითოეულის ინდივიდუალური განფასებით მიწისქვეშა ავტოსადგომი; კომერციული და საერთო სარგებლობის სივრცეები


შენიშვნა
: მითითებული მონაცემები წარმოადგენს პროექტის საწყის პარამეტრებს. საბოლოო K2, საერთო სამშენებლო ფართობი, სართულიანობა და ფუნქციური განაწილება დაზუსტდება საპროექტო გადაწყვეტისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების პროცესში.

2. ფასთა გამოკითხვის მიზანი და მომსახურების მოცულობა:

ფასთა გამოკითხვის მიზანია გამოცდილი და კვალიფიციური საპროექტო კომპანიის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის სრულყოფილად დამუშავებას, საპროექტო დისციპლინების ურთიერთშეთანხმებას, მოქმედ სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობასა და მშენებლობის ნებართვის მოპოვებას.

მომსახურების დეტალური მოცულობა, ეტაპები, შედეგები და დამკვეთის მიერ მისაწოდებელი საწყისი დოკუმენტები განსაზღვრულია თანდართულ დოკუმენტში — „საპროექტო მომსახურების ტექნიკური დავალება“.

3. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • სატენდერო განაცხადი და ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ — დაარსების წელი, საქმიანობის პროფილი, გამოცდილება და გუნდის სტრუქტურა;
  • მსგავსი მასშტაბისა და ფუნქციური დატვირთვის დასრულებული ან მიმდინარე პროექტების პორტფოლიო;
  • ტექნიკური დავალების შესრულების მეთოდოლოგია, სამუშაო ეტაპები და კომუნიკაციის/კოორდინაციის მოდელი;
  • მომსახურების შესრულების კალენდარული ვადა და ეტაპობრივი სამუშაო გეგმა;
  • ფასობრივი შეთავაზება — ფასი 1 კვ.მ-ზე და მომსახურების სრული ღირებულება, ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • გადახდის შემოთავაზებული გრაფიკი;
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა;
  • ფასში არ შემავალი მომსახურებების, სახელმწიფო მოსაკრებლებისა და მესამე პირის ხარჯების მკაფიო ჩამონათვალი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

4. წინადადების წარმოდგენის წესი 

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სახით და წარმოდგენილ იქნეს ელექტრონულად, ერთიანი PDF ან ZIP ფაილის სახით. წინადადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: info@armor.ge

დედლაინი: 26 აგვისტო, 18:00 საათი.

ელექტრონული წერილის თემაში უნდა მიეთითოს: „მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის საპროექტო მომსახურების ტენდერი — [პრეტენდენტი კომპანიის დასახელება]“

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი ან არასრული წინადადება არ იქნება განხილული.

5. დამატებითი პირობები:

  • შპს „არმორ გრუპი“ უფლებამოსილია მოითხოვოს წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
  • შპს „არმორ გრუპი“ უფლებამოსილია ჩაატაროს პრეტენდენტებთან დამატებითი შეხვედრა ან ინტერვიუ 
  • გამარჯვებულის გამოვლენისას გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ შეთავაზებული ფასი, არამედ გამოცდილება, პროფესიული გუნდი, მეთოდოლოგია, ვადა და შესრულებული პროექტების ხარისხი;
  • ფასთა გამოკითხვის გამოცხადება არ წარმოშობს შპს „არმორის“ ვალდებულებას რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების შესახებ;
  • შპს „არმორ გრუპი“ იტოვებს უფლებას, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს, შეცვალოს ან გააუქმოს ფასთა გამოკითხვის პროცედურა.

6. საკონტაქტო ინფორმაცია

შპს „არმორ გრუპი“
info@armor.ge

დანართი: საპროექტო მომსახურების ტექნიკური დავალება

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები