ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31724 - ტენდერი ქვეკონტრაქტორი კომპანიების შესარჩევად

  • გამომცხადებელი: AWARD
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სამშენებლო კომპანია შპს „AWARD“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ქვეკონტრაქტორი კომპანიების შესარჩევად.

ჩვენ შესახებ:

შპს „AWARD“ წარმოადგენს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სექტორში მოქმედ გამოცდილ კომპანიას, რომელსაც განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის პარკების, სკვერების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

კომპანია გეგმავს ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელებას და იწვევს საიმედო, კვალიფიციურ და გამოცდილ ქვეკონტრაქტორ კომპანიებს თანამშრომლობისთვის.

სამუშაო მიმართულებები:

  • სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა: სტადიონების, სპორტული მოედნების(ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის), ჩოგბურთის კორტების, სკეიტ-პარკებისა დასაბავშვო/სასპორტო სივრცეების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპეციალური საფარების(კაუჩუკი, ხელოვნური/ბუნებრივი ბალახი, EPDM, ასფალტი/დეკინგი) და ინვენტარის მოწყობა.
  • სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა: საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობები, სამთო/სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტები.
  • საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: გზების, ავტომაგისტრალების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ასფალტირება, ტროტუარები, ველობილიკები, საგზაო ნიშნები, ხიდები, გვირაბები, რკინიგზა და აეროპორტები.
  • გარე განათება და საინჟინრო ქსელები: ქალაქის გარე განათების ქსელების მოწყობა(ბოძები, კაბელები, დამიწება), წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე/სეპტიკურისისტემები, მილსადენები, ელექტროგადამცემი/სატელეკომუნიკაციო ქსელები, HVAC და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
  • ჰიდროტექნიკური და სპეციალური ნაგებობები: პორტები, ნავსადგურები, კაშხლები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, აუზები და წყალსაცავები.
  • მოსამზადებელი და სპეციალიზებული სამუშაოები: დემონტაჟი, მიწის გათხრა/ბურღვა, საძირკველი, ბეტონირება, მეტალოკონსტრუქციები, ხარაჩოები, ჰიდროიზოლაცია და მძიმე ტექნიკის იჯარა ოპერატორთან ერთად.
  • სარემონტო-სამოპირკეთებლო სამუშაოები: ლიფტები/ესკალატორები, თბო/ხმისა დავიბრაციის იზოლაცია, გადახურვა, კარ-ფანჯრები/ვიტრაჟები, მოპირკეთება, სამღებრო სამუშაოები და მშენებლობის შემდგომი დასუფთავება.

ძირითადი მოთხოვნები პრეტენდენტებს:

  • სამუშაოების შესასრულებლად რეალური ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსის ფლობა
  • კვალიფიციური პერსონალი, შესაბამისი აღჭურვილობა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უნარი.
  • რეგისტრირებული იურიდიული პირის სტატუსი (საგადასახადო ან სამართლებრივი შეზღუდვების გარეშე).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები და მოკლე პორტფოლიო.
  • საკონტაქტო პირის მონაცემები.

გთხოვთ, თქვენი ინფორმაცია და პორტფოლიო გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე:tenders@award.ge

დედლაინი: 30 სექტემბერი, 18:00 საათი.

სათაურში (Subject) მიუთითეთ: „ქვეკონტრაქტორი - [სამუშაოს მიმართულება]“.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ელ-ფოსტა: tenders@award.ge
  • ტელეფონი: +995 555 60 70 06 10:00-19:00
  • ვებ-გვერდი: www.award.ge
  • მისამართი: ქ. თბილისი, გამრეკელის 19

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
შეკითხვები