ჩაბარების ვადა:
20 აგვისტო 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31744 - აუქციონი სავიზიტო ბარათების ბეჭდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 1.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 7 აგვისტო 2026 დრო 11:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 აგვისტო 2026 დრო 18:00
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს აუქციონს სავიზიტო ბარათების ბეჭდვაზე.
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
აუქციონში მონაწილეობის პირობები
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები(შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
მოთხოვნები
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი და მასთან ერთად შესრულების ვადები (სამუშაო დღე) (დანართი 1);
- შემოთავაზებული ძირითადი წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია და გაითვალისწინოს აღნიშნული კრიტერიუმები:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო წერილები ( სიდიდით TOP 3 დამკვეთისგან)
- ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტიარ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში.
- აუქციონში ვაჭრობა დაიწყება დანართ N1-შევსების შედეგად მიღებული ჯამური თანხით. ხოლო საბოლოო ფასის შესაბამისად პროცენტულად დააკლდება ყველა ჩამოთვლილს.
- ბანკი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1+1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
- შეფასების კრიტერიუმები: გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 80% ; გამოცდილება 10%; ხარისხი 10%
- ოფსეტურად ნაბეჭდი სავიზიტოები ბანკს უნდა მიეწოდოს მინიმალური რაოდენობის შევსებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. ციფრულად ნაბეჭდი სავიზიტოების შემთხვევაში იმავე, ან მეორე დღეს. მოთხოვნის პერიოდის შესაბამისად. (დღის პირველ/მეორე ნახევარში)
- სავიზიტო ბარათები უნდა იყოს დახარისხებული და შეკრული თითო პირზე 100 ცალის ოდენობით. ენა უნდა იყოს დამკვეთის მიერ არჩეული.
- მოწოდება ხორციელდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართებზე: თბილისი, გაგარინის 29ა ან თბილისი, ჭირნახულის 9.
- დამკვეთი შეკვეთას მიიღებს მეილის საშუალებით, რომელსაც მეილისავე საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში დააზუსტებს ინფორმაციას და დაადასტურებს შეკვეთის მიღებას. აღრიცხავს, დაახარისხებს და უზრუნველჰყოფს მოწოდებას.
- ყოველი დღის ბოლოს გააზიარებს მიღებული შეკვეთების რეპორტს, რათა ხედვა გვქონდეს რაოდენობის შეგროვების შესახებ.
- ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ნიმუშები, რომლის მოწოდება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის 2/4
- ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, პროდუქციის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 10 საბანკო დღის ვადაში;
- მასშტაბის განსასაზღვრად, გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ წლის განმავლობაში დაბეჭდილი სავიზიტოების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 200 500 ცალს. რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
ტენდერში განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აგვისტო, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 1 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 20 აგვისტოსს, 18:00 საათზე
საკონტაქტო პირი:
თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
ტელ: +995 577 524235
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 30199730 სავიზიტო ბარათები