ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31821 - ტენდერი RSA SecurID Software Token-ის ლიცენზიისა და მხარდაჭერის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს მეტრო სერვის +
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 13 აგვისტო 2026 დრო 14:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 აგვისტო 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს RSA SecurID Software Token -ის ლიცენზია და მხარდაჭერის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
D Plus E1 perU 1 year, Subscription 120

 

მოწოდება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 19 აგვისტომდე.

ანაზღაურება: პროდუქციის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  •        დანართი N1 - კომპანიის რეკვიზიტები;
  •        დანართი N2 - ფასების ცხრილი
     - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
     - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ლიცენზიის მოწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯ;
  •        დანართი N3 - განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია ღირებულება;

  • განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
  • სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
  • გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დაბალ ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
  • მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
  • დამკვეთი უფლებამოსილია შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეწყვიტოს ტენდერი; ასევე, დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი გააუქმოს, თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანი;
  • სხვა დანარჩენი პირობები შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებული იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 აგვისტო, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: 599 27 87 97
ltkeshelashvili@msplus.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72267000 პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებასა და შეკეთებასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები