9 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32009 - ტენდერი სახიფათო ნარჩენების გატანა-უტილიზაციაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ვიანი“ და სს „საქართველოს კლინიკები“ („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს სამედიცინო (სახიფათო) ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, დამუშავებისა და განადგურების მომსახურების შესყიდვაზე, დანართი №1-ში მოცემულ ობიექტებზე. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება.
1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 9 სექტემბერი 18:00 საათამდე.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 2 სექტემბერი 2026
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 9 სექტემბერი 2026
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 17 სექტემბერი 2026
- ხელშეკრულების გაფორმება: 1 ოქტომბერი 2026
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე
ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გააუქმოს ტენდერი.
სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.
2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები
შერჩეულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის დაწესებულებებში წარმოქმნილი სამედიცინო (სახიფათო) ნარჩენების შეგროვება, ობიექტიდან გატანა (ტრანსპორტირება), დამუშავება და საბოლოო განადგურება, დანართი №1-ში მოცემული ობიექტების ჩამონათვალის მიხედვით. აუცილებელია პრეტენდენტმა შემოგვთავაზოს ერთიანი მომსახურება ყველა ჩამოთვლილ ობიექტზე.
გეგმიური მომსახურება:
ნარჩენების შეგროვება და ობიექტიდან გატანა შემსყიდველთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, თითოეული ობიექტისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სიხშირით.
- ობიექტების უზრუნველყოფა სახიფათო ნარჩენების შესაბამისი აღჭურვილობით — მყარკედლიანი კონტეინერები ბასრი ნარჩენებისთვის, მარკირებული ერთჯერადი პარკები და კონტეინერები, საერთაშორისო სტანდარტის ნიშანდებით.
- ნარჩენების ტრანსპორტირება მხოლოდ სპეციალიზებული, შესაბამისად ნიშანდებული და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებით.
- ნარჩენების დამუშავება (სტერილიზაცია/ინსინერაცია) და საბოლოო განადგურება მიმწოდებლის მიერ ექსპლუატირებულ, კანონმდებლობით ნებადართულ ობიექტზე.
- თვიური ერთიანი ანგარიშგების წარდგენა ობიექტების ჭრილში — თარიღი, გატანილი წონა, ღირებულება, განადგურების აქტის რეკვიზიტები, ელექტრონული სახით და პორტალზე ატვირთვით.
- ნარჩენების მართვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების თაობაზე შემსყიდველის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში მომსახურების პროცესის შესაბამისობაში მოყვანა.
არაგეგმიური (დამატებითი) გამოძახება - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
- ნარჩენების არაგეგმიური მოცულობის წარმოქმნის შემთხვევაში (მასობრივი პროცედურები, ეპიდემიოლოგიური ვითარება, სარემონტო სამუშაოები) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით გამოძახებაზე რეაგირებას შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეში.
- თვეში 2 (ორი) დამატებითი გამოძახება ხორციელდება უსასყიდლოდ; ნარჩენების ღირებულება ანაზღაურდება ფაქტობრივი წონის მიხედვით, სახელშეკრულებო ტარიფით.
მომსახურების პირობები:
ა) გატანის გრაფიკი უნდა უზრუნველყოს ობიექტზე ნარჩენების დაგროვების დაუშვებლობა — მსხვილი ობიექტებისთვის (ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, გორი, ახალქალაქი, ქობულეთი, ხაშური, ქარელი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ონკოლოგიის ცენტრი) ყოველდღიურად, დანარჩენი ობიექტებისთვის — არანაკლებ კვირაში 2 ჯერ.
ბ) გადაუდებელი გამოძახებაზე რეაგირება უნდა უზრუნველყოს სამუშაო დღეებში 09:00-დან 18:00 საათამდე, შეტყობინებიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღეში.
გ) მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
დ) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ნარჩენებზე მათი ობიექტიდან გატანის მომენტიდან საბოლოო განადგურებამდე, მათ შორის ტრანსპორტირების პროცესში წარმოქმნილ ნებისმიერ ზიანზე ან გარემოს დაბინძურებაზე.
ე) ნარჩენების არასწორი მართვის ან განადგურების გამო შემსყიდველის მიმართ დაკისრებული ნებისმიერი ადმინისტრაციული სანქცია ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
ვ) მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს ნებისმიერი ინციდენტის, ნებართვის შეჩერების ან განადგურების ობიექტის ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ.
ზ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და მათი აცრა/სამედიცინო შემოწმება მოქმედი ნორმების შესაბამისად.
თ) აუცილებელი მოთხოვნაა, მომსახურება (შეგროვება, ტრანსპორტირება, დამუშავება, განადგურება) სრულად უზრუნველყოს ერთმა მიმწოდებელმა ან მისმა დეკლარირებულმა ქვეკონტრაქტორმა.
ი) მომსახურების ღირებულება ფიქსირებულია ხელშეკრულების მოქმედების მთელ ვადაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მომსახურების განხორციელებისას გაითვალისწინოს შემსყიდველის ყველა გონივრული მოთხოვნა და შენიშვნა.
დანართი № 1-ში მოცემული მოთხოვნების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო განფასება.
იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების შემდეგ ობიექტზე დარჩება გაუტანელი ნარჩენი ან დაფიქსირდება იგივე სახის ხარვეზი, მიმწოდებელი უზრუნველყოფს მის აღმოფხვრას შემსყიდველის შეტყობინებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღეში, უსასყიდლოდ.
პრეტენდენტი პასუხისმგებელია საკუთარი და ქვეკონტრაქტორის პერსონალის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, როგორც სამუშაო ასევე ტრანსპორტირების და ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში. ტენდერში შერჩეული კომპანია განახორციელებს საკუთარი პერსონალის ინსტრუქტაჟს, ტრეინინგსა და შრომისა უსაფრთხოების ეკიპირებით აღჭურვას.
3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციისპირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა
- მოთხოვნით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველსაყოფად პერსონალის, სატრანსპორტო პარკის და განადგურების ინფრასტრუქტურის რაოდენობა და კვალიფიკაცია, აგრეთვე ყველა რეგიონის გეოგრაფიული დაფარვის შესაძლებლობა
- შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
- გადახდის პირობა (მოთხოვნილი გადახდის პირობის შესაბამისობა)
- ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა - მომსახურების პირობები და ვადები
4. სატენდერო წინადადების ფორმატი
პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:
1) ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, თანამშრომლების რაოდენობა, ტენდერის მოთხოვნის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა ფუნქცია მოვალეობის მიხედვით (ლოგისტიკის მენეჯერი / ეკოლოგი / მძღოლ-ოპერატორი), კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით
2) კომერციული წინდადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში (1 კილოგრამის ერთეულოვანი ფასის მითითებით), დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების, მასალისა და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით. განფასების ცხრილები წარმოდგენილია დანართი №1-ში.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
6. კონფიდენციალურობა
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 სექტემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
გიორგი კევლიშვილი
ელ. ფოსტა: nonmedical_procurements@vian.health
საკონტაქტო: 598 95 22 11
ტენდერის კატეგორია:
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება