21 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32036 - ტენდერი რეგიონებში დასაქმებული თანამშრომლების თბილისში დაგეგმილ საახალწლო კორპორატიულ ღონისძიებაზე ორმხრივი უსაფრთხო სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 სექტემბერი 2026 დრო 10:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს რეგიონებში დასაქმებული თანამშრომლების თბილისში დაგეგმილ საახალწლო კორპორატიულ ღონისძიებაზე ორმხრივი უსაფრთხო სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია სულ 2,835 თანამშრომლის ტრანსპორტირება შესაბამისი რეგიონული ცენტრებიდან თბილისში და ღონისძიების დასრულების შემდეგ ან/და მომდევნო დღეს უკან დაბრუნება.
პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამუშაო გამოცდილება: პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურების (მგზავრთა ორგანიზებული გადაყვანა, კორპორატიული ან ტურისტული ტრანსპორტირება) სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის დადასტურებული გამოცდილება.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდგომ, რამდენიმე კომპანიის შერჩევის შემთხვევაში შესაძლოა გამოცხადდეს დახურული რევერსული აუქციონი.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- მიმწოდებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან ნებისმიერი საჭირო ნებართვის/უფლების მოპოვებაზე და ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მესამე პირების საჩივრებიდან გამომდინარე.
მომსახურების მოცულობა, განრიგი და მარშრუტები (SLA)
მარშრუტები და განრიგი: მომსახურების სრული მოცულობა, მათ შორის: გამგზავრებისა და დაბრუნების ზუსტი განრიგი, ქალაქები, შესაბამისი რეგიონები, თანამშრომელთა რაოდენობა, წამოყვანისა და უკან წაყვანის დეტალური დროები და პირობები, სრულად არის გაწერილი და თანდართულია MS Excel-ის ფაილის სახით (დანართი N1) პრეტენდენტი ვალდებულია ტრანსპორტირების დაგეგმვისა და განხორციელებისას სრულად იხელმძღვანელოს და დაემორჩილოს აღნიშნულ Excel-ის ფაილში მოცემულ მონაცემებსა და დროით ჩარჩოებს (SLA)
აყვანის წერტილები, საბოლოო დანიშნულება, მგზავრების რაოდენობა და ტრანსპორტირების დროები შეიძლება დამატებით შეთანხმდეს და დაკორექტირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რასაც აქვს ოფიციალური სამართლებრივი ძალა
ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები ავტოპარკის მიმართ
- გამოშვების წელი-კატეგორია : ტენდერის ფარგლებში განიხილება მხოლოდ M2 კატეგორიის (მიკროავტობუსი, 15-24 ადგილი) და M3 კატეგორიის (ავტობუსი, 25+ ადგილი) სატრანსპორტო საშუალებები. ნებისმიერი კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, მიკროავტობუსი) უნდა იყოს გამოშვებული არანაკლებ 2020 წლისა.
- ტექნიკური გამართულობა: ყველა სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს გავლილი სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
- ზამთრის აღჭურვილობა: სავალდებულოა ზამთრის სეზონის შესაბამისი უსაფრთხო საბურავების არსებობა.
- კომფორტი და კლიმატ-კონტროლი: გამართული გათბობისა და ვენტილაციის სისტემა.
- საბარგო განყოფილება: სასტუმროს ნაკადებისთვის სავალდებულოა საბარგოების არსებობა პერსონალური ჩემოდნების განსათავსებლად.
- მძღოლების დასვენების რეჟიმი: კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მძღოლების შრომისა და დასვენების რეჟიმის მკაცრი დაცვა. განსაკუთრებით, 19 დეკემბრის ღამის რეისზე (უკან დაბრუნება 20 დეკემბრის 02:00 საათამდე) დასაქმებულ მძღოლებს მგზავრობის დაწყებამდე უნდა ჰქონდეთ ნამუშევარი არაუმეტეს კანონმდებლობით დაშვებული საათებისა და გავლილი უნდა ჰქონდეთ სავალდებულო მოსვენების ფაზა.
- სარეზერვო ტრანსპორტი: პრეტენდენტი ვალდებულია 19 და 20 დეკემბერს, ღონისძიების მიმდინარეობისას, სარეზერვო რეჟიმში ამყოფოს მინიმუმ 1 დიდი ავტობუსი (კატეგორია M3) და 1 მიკროავტობუსი (კატეგორია M2) ნებისმიერი ტექნიკური ფორსმაჟორის ოპერატიულად გადასაჭრელად.
- ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და ტრანსპორტის შესაბამისობა: პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მკაცრი კონტროლი და სრულად მოწესრიგებული, სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტის წარმოდგენა როგორც თანამშრომელთა წამოყვანისას (თბილისის მიმართულებით), ისე უკან დაბრუნებისას (რეგიონების მიმართულებით).
კომერციული წინადადება
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ფინანსური წინადადება, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- სატრანსპორტო მომსახურების სრული ღირებულება ეროვნულ ვალუტაში (ლარი), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის (დღგ და სხვა) ჩათვლით მომსახურების ღირებულება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. იურიდიული დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
- ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ.
2. ტექნიკური დოკუმენტაცია:
- სამგზავრო გადაყვანის სფეროში არანაკლებ 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი)
- შემოთავაზებული ავტოპარკის სრული სია და ტექნიკური პასპორტების ასლები (გამოშვების წელი 2020+)
- SLA-ს შესაბამისად გაწერილი კონკრეტული მარშრუტების ლოგისტიკური გამოსვლის განრიგი
დამატებითი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
- პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
- ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 სექტემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო საკითხვებზე საკონტაქტო პირი:
ფარნა მაისურაძე
ტელ: 579 400 008
pamaisuradze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები