ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32049 - ტენდერი საახალწლო კორპორატიული საჩუქრების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 9 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 1 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს საახალწლო კორპორატიული საჩუქრების შესყიდვაზე.

კონკრეტული დავალება:

ტენდერში მონაწილე კომპანიის მთავარი ამოცანაა საახალწლო სასაჩუქრე ბოქსის იდეისა და კონცეფციის სრულად შემუშავება და პროექტის სრული რეალიზაცია - კრეატიული იდეიდან მზა ბოქსების მოწოდებამდე. ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა შეეძლოს არა მხოლოდ იდეისა და დიზაინის შემუშავება, არამედ შემოთავაზებული კონცეფციის სრულფასოვანი წარმოება და განხორციელება.

პროექტის ფარგლებში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

  • საახალწლო საჩუქრის კრეატიული იდეისა და ერთიანი კონცეფციის შემუშავება; 
  • ბოქსის ფორმატისა და შიგთავსის განსაზღვრა; 
  • კონცეფციის ვიზუალური გადაწყვეტისა და შეფუთვის დიზაინის შემუშავება; 
  • საჭირო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა ან წარმოება; 
  • ბრენდირებული ელემენტების მომზადება; 
  • ბოქსების წარმოება, დაკომპლექტება და საბოლოო შეფუთვა; 
  • წარმოებისა და დაკომპლექტების ხარისხის კონტროლი; 
  • შეთანხმებული რაოდენობის მზა ბოქსების სრულად და დროულად მოწოდება.
  • ტენდერის ფარგლებში წარსადგენი მასალა

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

  • კონცეფციის დასახელება და მთავარი იდეა; 
  • კონცეფციის მოკლე აღწერა და დასაბუთება; 
  • ბოქსის ფორმატისა და შიგთავსის სრული ჩამონათვალი; 
  • ბოქსისა და შეფუთვის ვიზუალიზაცია / mock-up; 
  • შემოთავაზებული პროდუქტების ვიზუალური მაგალითები; 
  • წარმოებისა და მოწოდების ვადები; 
  • ერთეულის ღირებულება; 
  • სრული პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 
  • სასურველია წარმოდგენილი იყოს მინიმუმ 2 განსხვავებული კრეატიული კონცეფცია.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

სააგენტო არ არის შეზღუდული კონკრეტული პროდუქტის კატეგორიით ან წინასწარ განსაზღვრული თემატიკით. მივესალმებით განსხვავებულ და არასტანდარტულ გადაწყვეტებს, რომლებიც შეიძლება აერთიანებდეს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, პერსონალიზებულ ელემენტებს, საინტერესო შეფუთვას ან სხვა დეტალებს, რომლებიც საჩუქარს ერთიან და დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს. მნიშვნელოვანია, რომ ბოქსის შიგთავსი არ იყოს შემთხვევითად შერჩეული ნივთებისერთობლიობა - თითოეული ელემენტი უნდა ემსახურებოდეს საერთო კონცეფციას.

წინასწარ არ არის განსაზღვრული კონკრეტული თემატიკა, ბოქსის ფორმატი, შიგთავსი ან ვიზუალური მიმართულება. აღნიშნული კომპონენტების შემუშავება მთლიანად ტენდერში მონაწილე კომპანიის პასუხისმგებლობაა.

კომპანიამ უნდა შემოგვთავაზოს ისეთი გადაწყვეტა, რომელიც შეესაბამება SOCAR-ის ბრენდს,  იქნება ორიგინალური და დასამახსოვრებელი და ამავდროულად რეალისტურად განხორციელებადი განსაზღვრულ ვადებსა და რაოდენობაში.

საბოლოო პროდუქტი უნდა ქმნიდეს პრემიუმ, თანამედროვე და დახვეწილ შთაბეჭდილებას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს:

  • პროდუქციისა და მასალების ხარისხს; 
  • შეფუთვის ვიზუალურ და ტექნიკურ შესრულებას; 
  • დეტალების ხარისხს; 
  • კონცეფციისა და შიგთავსის ერთიანობას; 
  • საჩუქრის პრაქტიკულ ან ემოციურ ღირებულებას. 

SOCAR-ის ბრენდის ინტეგრაცია უნდა იყოს ორგანული და ზომიერი. საბოლოო პროდუქტი პირველ რიგში უნდა აღიქმებოდეს როგორც მაღალი ხარისხის საახალწლო საჩუქარი და არა როგორც
სარეკლამო პროდუქცია.

ბრენდის ვიზუალური ელემენტების გამოყენება უნდა განხორციელდეს SOCAR-ის ბრენდბუქის შესაბამისად და 100%-ით პასუხობდეს სოკარის ბრენდის ღირებულბებს.

გადახდის პირობები: შეთანხმებისამებრ

ტენდერის ვადები: დასრულების თარიღი: 1 ოქტომბერი

ხელშეკრულების/მიწოდების ვადები: 27 ნოემბრის ჩათვლით

საგარანტიო პირობები: შეთანხმებისამებრ

სხვა:

  • შემოთავაზებული კონცეფცია უნდა იყოს რეალურად წარმოებადი. შერჩეული კომპანია
  • პასუხისმგებელი იქნება დამტკიცებული იდეის შეთანხმებული ხარისხით, რაოდენობითა და ვადებში განხორციელებაზე. მასობრივი წარმოების დაწყებამდე SOCAR-ს ექნება შესაძლებლობა დაამტკიცოს საბოლოო დიზაინი, შიგთავსი და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის ან ბოქსის ფიზიკური ნიმუში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

ჯუნა კაპანაძე 
ტელ: 599 40 72 47

ტენდერის კატეგორია:

  • 18530000 საჩუქრები და ჯილდოები
შეკითხვები