10 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32062 - ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჩერნოვეცკის ფონდი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს ტენდერს ავეჯის შესყიდვაზე.
შენიშვნა: დეტალები იხილეთ თანდართულ ცხრილში.
ტენდერის დეტალები:
- პროდუქციის მომწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ცხრილში მითითებული თუნდაც ერთი დასახელების პროდუქტის ყოველთვიური, შეუფერხებელი და დროული მოწოდება.
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინასწარ შეთანხმებული პროდუქტის/პროდუქციის ყოველთვიური, შეუფერხებელი და დროული მიწოდება სრულად (რაოდენობ(ებ)ისგათვალისწინებით).
წინადადების გამოგზავნის პირობები:
- წინადადება გამოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულად ფონდის ელ. ფოსტაზე: office-fsp@fsp.ge (კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555.94 54 11)
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 10 ოქტომბერი.
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება).
განცხადებაზე თანდართულ ექსელის ცხრილში პრეტენდენტმა უნდა შეავსოს შემდეგი ველები:
- „ორგანიზაციის დასახელება“
- „საიდენტიფიკაციო კოდი“
- „საკონტაქტო ნომერი“
- „შემოთავაზებული საქონლის ერთეულის ფასი“
- „შემოთავაზებული საქონლის მოწოდების დრო“
შენიშვნა: შევსებული ცხრილი იგზავნება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, ხარისხი, მოწოდების პირობები.
შედეგები ცნობილი იქნება 2026 წლის 20 ოქტომბერს (ფონდის თანამშრომელი დაუკავშირდებამხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დამატებითი დეტალების წარმოსადგენად).
ორგანიზაციის შესახებ:
ათი წლის განმავლობაში ჩერნოვეცკის ფონდი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართული საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს.
https://chernovetskyifund.ge/ge/
პროექტი დახმარება ბენეფიციარებს - ფარგლებში, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს ფეისბუქისა და ვებ გვერდის საშუალებით ვეხმარებით თანხების მობილიზებაში.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/?sort=recommend
შენიშვნა: ზემოაღნიშნული პროექტი, ყველა ეტაპზე უსასყიდლოდ ხორციელდება!
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი